კრივი24 წლის ინგლისელმა მოკრივემ ამირ ხანმა შაბათს, ვაშინგტონის "კონვენშენ სენტრში" IBF-ისა და WBA-ს ჩემპიონის ქამრები უნდა დაიცვას
24 წლის ინგლისელმა მოკრივემ ამირ ხანმა შაბათს, ვაშინგტონის "კონვენშენ სენტრში" IBF-ისა და WBA-ს ჩემპიონის ქამრები უნდა დაიცვას.

მისი მოწინააღმდეგეა 27 წლის ამერიკელი ლემონტ პიტერსონი. მეტიც, პიტერსონი მხოლოდ ამერიკელი კი არა, ვაშინგტონელია, თუმცა ამირ ხანის ისედაც დიდი პოპულარობა და რეპუტაცია ამ ბოლო დროს სულ უფრო იზრდება და იზრდება.

როგორ მოქმედებს ხანზე "მეტოქის მოედანზე" ჩხუბი? ამის გამოცდილება მან შარშან შეიძინა - "მედისონ სკვეარ გარდენში" ადგილობრივ პოლ მალინიაჯის 11 რაუნდში აჯობა. ბოლტონელს არც წლეულს დაუხევია უკან.

"სულაც არ მაშინებს ბრძოლა მის უკანა ეზოში რომ გაიმართება - ამბობს ამირ ხანი - ეს რაღაც არასერიოზული თამაშია და მეტი არაფერი. ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ამბობენ, რომ მოკრივე თავის ქალაქში გამოსვლის წინ უფრო მონდომებით ვარჯიშობს, რადგან არ უნდა თანაქალაქელების წინაშე შერცხვეს. შარშან ნიუ იორკში იქაურ პოლ მალინიაჯის ვეჩხუბე. დარწმუნებული ვარ, რომ მან ბრძოლამდე ძალიან მოინდომა, ბევრი ივარჯიშა, მაგრამ მე მისი დამარცხება მეთერთმეტე რაუნდამდეც შემეძლო. გული მწყდება ასე რომ არ მოვიქეცი.

თუმცა, როდესაც დარბაზში ხალხი გამხნევებს, რასაკვირველია, ძალები გემატება და უფრო მეტხანს ძლებ. ალბათ, ლემონტ პიტერსონიც ასე იქნება, თუმცა დარბაზის ხმაური ვის სასარგებლოდ იმოქმედებს, კიდევ კაცმა არ იცის. იქნებ ამითი პირიქით, მე ვისარგებლო.

ვფიქრობ, ის, რომ მოწინააღმდეგის ქალაქში ჩავდივარ, ჩემს ძლიერებაზე მეტყველებს. ჩემთვის ყოველთვის სულერთი იყო სად ვიჩხუბებდი. მოწინააღმდეგის უკანა ეზოში მისვლას არასდროს მოვრიდებივარ. ბოლო პერიოდში ხომ ინგლისს გარეთ ძალიან ხშირად ვმართავ ბრძოლას. რინგი რინგია, რა მნიშვნელობა აქვს სად დგას. გადახედეთ ჩემს კარიერას, მე ამერიკაში ვვარჯიშობ, ინგლისში კი არა".

პიტერსონს კარიერაში 29 ბრძოლა აქვს მოგებული, რომელთაგან 15 ნოკაუტი იყო. წაგებით, ამერიკელმა ერთხელ წააგო. ეს 2009 წელს, თანამემამულე ტიმოთი ბრედლისთან მოხდა, როდესაც პიტერსონი მას ჩემპიონის ქამარს ეცილებოდა. ვაშინგტონელს ახლა იმედი აქვს, რომ ამირ ხანთან მშობლიური გარემო დაეხმარება.

"ნამდვილად ვგრძნობ, რომ მზად ვარ ჩემპიონის ტიტულს შევუტიო - თქვა პიტერსონმა - გამარჯვებას დაჩვეული ვარ. ეს ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობაა"

შაბათის ბრძოლა ლაით-ველტერვეითის წონაში გაიმართება. ეს გახლავთ წონა რომელიც მოიცავს 60-დან 63,5 კილოგრამამდე დიაპაზონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა