საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში მე-5 ტურის პარტიები გაიმართა

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში 4 ტურის შემდეგ სეხნიები - სოფიო გვეტაძე და სოფიო გურამიშვილი ლიდერობდნენ.

გუშინ მე-5 ტურში მათი პაექრობა შავი ფიგურებით მოთამაშე გურამიშვილის გამარჯვებით დასრულდა და ახალგაზრდა დიდოსტატი 4,5 ქულით გათამაშების ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად მოექცა.

უშეღავათო და დაძაბული აღმოჩნდა მოასპარეზეთა დანარჩენი პარტიებიც: ოციდან მხოლოდ 3 შეხვედრა დამთავრდა ყაიმით. მეწინავეთა პაექრობები ასე დასრულდა: ნინო ბაციაშვილი - სოფიო ნიკოლაძე 1:0, მაკა ფურცელაძე - ანა გავაშელი 1:0, სალომე ხაჟომია - ინგა ჭარხალაშვილი 0:1, ინგა ხურცილავა - ალექსანდრა ვახანია 0:1, სოფიკო ტერელაძე - ანა შამათავა 0,5:0,5, მირანდა მიქაძე - ნანი უნაფქოშვილი 1:0, ნათია ჯალაბაძე - მადონა ბოკუჩავა 0,5:0,5, ნატო იმნაძე - ანა კუჭავა 1:0, თეა ჭოლაძე - თამარ ხმიადაშვილი 0:1.

ხუთი ტურის შემდეგ: გურამიშვილი - 4,5, ფურცელაძე, ბაციაშვილი, ვახანია, ჭარხალაშვილი - 4-4, გვეტაძე, მიქაძე, შამათავა - 3,5-3,5 ქულა. 12 მოჭადრაკეს 3-3 ქულა აქვს.

დღეს მე-6 ტურში ინტერესს იწვევს მეწინავეთა დაპირისპირება: გურამიშვილი - ფურცელაძე, ვახანია - ბაციაშვილი, ჭარხალაშვილი - მიქაძე, შამათავა - გვეტაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა