"ილიჩივეცის" 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ჯერ არ იცის, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ სად გააგრძელებს კარიერას
19 წლის ქართველ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს უკრაინულ "ილიჩივეცთან" საიჯარო ვადა დეკემბრის ბოლოს უმთავრდება. თორნიკე მარიუპოლში დონეცკის "შახტარიდან" არის განათხოვრებული. დონეცკელებმა (რომლებთანაც ოქრიაშვილს 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს) იგი "ილიჩივეცში" სათამაშო პრაქტიკის მიზნით გაანათხოვრეს, თუმცა ქართველმა ჯერ არ იცის, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ სად გააგრძელებს კარიერას.

უკრაინაში ზამთრის შესვენებამდე ერთი ტურიღა დარჩა და, როგორც ოქრიაშვილმა გვითხრა, ან "შახტარში" დაბრუნდება, ან რომელიმე ევროპულ გუნდს მიაშურებს.

- ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, "ილიჩივეცს" კი უნდა ჩემი დატოვება, მაგრამ ეს მე არ მინდა, ასე რომ, არ ვიცი, რა და როგორ იქნება. დარჩენის შანსები 50/50-ზეა, ახლა გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი. მინდა, ან დონეცკში დავბრუნდე, ან ევროპაში წავიდე ისევ იჯარით.

- რომელ ქვეყანაზეა ლაპარაკი?

- ბელგია, გერმანია, ჰოლანდია. მალე შესვენება დაიწყება და აგენტთან ერთად გადავწყვეტ ყველაფერს.

- ჰოლანდია ახსენე და, "ვიტესი" ხომ არ გიწვევს?

- არა, "ვიტესი" გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ 19 ტურის შემდეგ "ილიჩივეცს" 20 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა. ბოლო ტურში მარიუპოლელებმა საკუთარ არენაზე "დნიპროს" 3:2 სძლიეს. ეს შეხვედრა ოქრიაშვილმა სასტარტოში დაიწყო საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე და მე-60 წუთზე ტრავმის გამო გამოცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა