ნავალმორალ-დე-ლა-მატაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის მე-5 ტურში ჩვენებურმა ორელვის პერესს (ესპანეთი) სძლია
ნავალმორალ-დე-ლა-მატაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის მე-5 ტურში მეწინავეთაგან მხოლოდ ორმა დიდოსტატმა მიაღწია წარმატებას: უკრაინელმა სერგეი ფედორჩუკმა პერუელი ხულიო გრანდა დაამარცხა და 5 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა.

კონსტანტინე შანავამ კი ორელვის პერესს (ესპანეთი) სძლია და 4 ქულას მოუყარა თავი. ყაიმზე შეთანხმდნენ: ჰენრიკ ტეშკე (გერმანია) - ფერნანდო პერალტა (არგენტინა), თორნიკე სანიკიძე (საქართველო) - ნამიგ გულიევი (აზერბაიჯანი), ოლეგ კორნეევი (რუსეთი) - სალვადორ დელ რიო (ესპანეთი), მანუელ პერესი (ესპანეთი) - იბრაგიმ ხამრაკულოვი (ესპანეთი).

მეექვსე ტურში შანავამ შავი ფიგურებით ქულა გაიყო ფედორჩუკთან. ასევე, მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს კორნეევი - ტეშკე, პერალტა - სანიკიძე, ხამრაკულოვი - ალექსანდრ ფიერი (ბრაზილია), გულიევი - აზერ მირზოევი (აზერბაიჯანი), ხოლო გრანდამ შავებით დანიელ ბარიას (ჩილე) მოუგო, ვიტალი კოზიაკმა (უკრაინა) კი მანუელ პერესს აჯობა.

ამდენად, ექვსი ტურის შემდეგ ფედორჩუკი 5,5 ქულით მეწინავეობს. ლიდერს თითო ქულით შანავა, გრანდა, ტეშკე, კოზიაკი და დელ რიო ჩამორჩებიან, რომლებიც მეორე-მეექვსე ადგილებს ინაწილებენ. სანიკიძე 4 ქულით მეთორმეტეა.

მეშვიდე ტურში შანავა ისევ შავი ფიგურებით ითამაშებს, ამჯერად გრანდასთან, სანიკიძე კორნეევს დაუპირისპირდება, ტეშკე ფედორჩუკთან გაარკვევს ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის