ნაჩო ნოვო, ახალი კაცი სამშობლოში

ნაჩო ნოვო, ახალი კაცი სამშობლოში

რეალ სპორტინგ დე ხიხონ

მხარე: ასტურია

დაარსდა: 1905 წ.

მწვრთნელი: მანუელ პრესიადო (52 წლ)

სტადიონი: ესტადიო მუნისიპალ ელ მოლინონი (25 885)

გასულ სეზონში: მე-15

ტიტულები: -

საიტი: http://www.realsporting.com/

მივიდნენ: ალბერტო ბოტია (ბარსელონა ბ), აიოსე გარსია (ტენერიფე), გასტონ სანგოი (აპოლონი), ნაჩო ნოვო (რეინჯერსი), სებასტიან ეგურენი (ვილიარეალი).

წავიდნენ: მილან სმილიანიჩი (ესპანიოლი), კიკე მატეო (ელჩე), ფრანსისკო მალდონადო (კარტახენა), ხერარდ სერაბასა (ხერესი), დიეგო კამაჩო, პედრო ორფილა (კონტრაქტი დაუსრულდათ).

ხიხონის "სპორტინგი" ესპანეთში უძველეს სტადიონზე თამაშობს, "ელ მოლინონი" 1908 წელს გაიხსნა, მანამდე კი ქვეყანაში ერთი ნაღდი სტადიონიც არ ყოფილა (სათამაშო მინდვრებს არ ვგულისხმობთ). ამის მიუხედავად მხოლოდ ერთხელ იყო "სპორტინგი" ჩემპიონობასთან ახლოს, 1979 წელს მე-2 ადგილი დაიკავა. ასტურიული გუნდი ერთი საშუალო ესპანური კლუბია, რომელიც წლეულს 39-ედ ჩაებმება ლა ლიგის უმაღლესი დივიზიონის გათამაშებაში.

სატრანსფერო სეზონის დაწყებამდე "როხიბლანკოსს" ახალ სეზონში სეგუნდა დივიზიონში გავარდნას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მანუელ პრესიადო გამჭრიახი თავკაცი აღმოჩნდა და გუნდი რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელით გააძლიერა. უმთავრესი შენაძენი კი შემტევი ნაჩო ნოვოა, რომელიც გლაზგოს "რეინჯერსიდან" უსასყიდლოდ შეუერთდა "სპორტინგს". 31 წლის ცენტრფორვარდს თითქმის მთელი კარიერა ბრიტანეთში აქვს გატარებული, სამშობლოში მას 10 სეზონია არ უთამაშია.

ასტურიელებმა შეინარჩუნეს იჯარით მყოფი ალბერტო ბოტია, შუახაზს კი ურუგვაელი სებასტიან ეგურენი (ვილიარეალი) გააძლიერებს.

სპორტინგი 2009/10: ხუან პაბლო (38 თამაში); დე ლას კუევასი (37თ, 8გ), დიეგო კასტრო (35თ, 10გ), გრეგორი (35თ 2გ), რივერა (34თ, 1გ), ბარალი (33თ, 4გ), ლორა (32თ), ბილიჩი (31თ, 5გ), ლუის მორანი (28თ, 4გ), კანელია (28თ, 1გ), კარმელო (27თ), ბოტია (26თ), კამაჩო (23თ), კიკე მატეო (16თ), მალდონადო (15თ), სასტრე (14თ), მატაბუენა (14თ), მიჩელი (13თ), ხოსე ანხელი (13თ), სოტო (10თ), ხერარდი (8თ), სმილიანიჩი (6თ), პედრო (5თ), პორტილია (4თ), მარკოსი (1თ), ალვარესი (1თ), ბორხა (1თ), მუნისი (1თ).

სპორტინგი 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): კუელიარი - სასტრე, გრეგორი, ბოტია, კანელია - მალდონადო, ეგურენი, დ. კასტრო, დე ლას კუევასი - ნაჩო ნოვო, ბილიჩი.

ფოტო: ნაჩო ნოვოს სამშობლო მოენატრა

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა