"მეტალურგმა" "ვიტ ჯოჯიას" მეორედაც სძლია და სამწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ საქართველოს თასის ნახევარფინალშია
07. 12. მცხეთა. მცხეთა-პარკი. 200 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 1:2 (პირველი მატჩი 0:1)

0:1 ქავთარაძე (28), 1:1 ადამაძე (40, ღვინიაშვილის პასით), 1:2 ტატანაშვილი (69, მოდებაძის პასით)

ვიტ ჯორჯია (4-2-3-1) მეტალურგი(4-4-2)

ძაძამია ბედიაშვილი

ხურცილავა მახვილაძე

გოგიაშვილი კვახაძე

ადამაძე კვარაცხელია

ღანიაშვილი ჯაფარიძე

ვასაძე ქავთარაძე

გურ. გურეშიძე რაზმაძე

კორიფაძე დობროვოლსკი

გიორგ. გურეშიძე ი. მაისურაძე

ზაქრაძე მოდებაძე

ჩიმაკაძე ტატანაშვილი

მწვრთნელი: ზ. ბერიძე მწვრთნელი: კ. ჟორჟიკაშვილი

ვიტ ჯორჯია

60. კორიფაძე - სიხარულიძე

64. ვასაძე - მაისაშვილი

72. ადამაძე - გეთიაშვილი

სათადარიგოები: რეჭია, ჯუღელი, კუხალეიშვილი, ხუჭუა

მეტალურგი

74. ქავთარაძე - გეწაძე

74. ი. მაისურაძე - ჭედია

80. რაზმაძე - გავაშელიშვილი

სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჩადუნელი, პავლიაშვილი, წენგუაშვილი

გაფრთხილება: კვახაძე (16), მოდებაძე (67), გურ. გურეშიძე (89)

არბიტრი დ. ხარიტონაშვილი

სენსაცია არ მოხდა: "მეტალურგმა" მეორე მატჩიც მოუგო "ვიტ ჯოჯიას" და სამწლიანი პაუზის შემდეგ კვლავაც იასპარეზებს საქართველოს თასის ნახევარფინალში.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მეტოქეები ოთხი დღის წინაც შეხვდნენ ერთმანეთს, როცა ჩემპიონატის მატჩში (რუსთავში რომ ჩატარდა) ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. იმ შეხვედრასთან შედარებით, "ვიტ ჯორჯიას" მთავარ მწვრთნელს ზურაბ ბერიძეს ძირითად შემადგენლობაში არც ერთი ცვლილება არ განუხორციელებია, მის კოლეგა კობა ჟორჟიკაშვილს კი ორი იძულებითი გადაადგილების გაკეთება მოუხდა: გიორგი სეთურიძე გუშინდელ მატჩს ტრავმის გამო ტოვებდა, გიორგი მიქაბერიძე კი დისკვალიფიცირებული იყო.

ამას გარდა, "მეტალურგში" სხვა ცვლილებაც იყო, უფრო ზუსტად, სახეშეცვლილი გვეჩვენა გუნდის ტაქტიკური განლაგება: სტუმართა თავკაცმა ამჯერად ორფორვარდიანი სქემა არჩია და დიმიტრი ტატანაშვილს თავდასხმის ხაზში ირაკლი მოდებაძე შეუწყვილა, ყოველივე ეს კი იმის წინაპირობა უნდა ყოფილიყო, რომ სტუმრები პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაზე არ იფიქრებდნენ.

ასეც მოხდა: "მეტალურგმა" პირველსავე წუთზე სახიფათოდ შეუტია, მაგრამ მასპინძელთა მცველებმა მდგომარეობის განმუხტვა შეძლეს. ამის მერე თამაში შედარებით დაწყნარდა და ვიდრე შეხვედრის პირველ გოლს ვნახავდით, მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა. არ დავმალავთ და მართლაც გაუსაძლისი ყინვა-სიცივის მიუხედავად, "მცხეთა-პარკზე" 200-მდე გულშემატკივარმა მართლაც "გმირულად" გაძლო მატჩი ბოლომდე.

ალბათ, არც ინანეს - შეხვედრაში გატანილი სამივე გოლი ერთი-მეორეზე ეფექტური იყო! განსაკუთრებით კი სტუმართა პირველი გოლი უნდა აღვნიშნოთ: შეტევა ირაკლი მოდებაძემ წამოიწყო, ვისგანაც ბურთი გიორგი ქავთარაძეს მიუვიდა და "მეტალურგის" ნახევარმცველმაც, დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით მასპინძელთა მეკარე გიორგი ძაძამია უშანსოდ დატოვა. გაშვებულმა გოლმა მასპინძლები არ დააბნია და სულ მალე სწრაფი კონტრშეტევაც ვიხილეთ, რომელშიც ბექა ზაქრაძე და რევაზ ღანიაშვილი მონაწილეობდნენ, დამაგვირგვინებელ დარტყმას კი ბესიკ ჩიმაკაძე ასრულებდა, მაგრამ "ვეტერინართა" ცენტრფორვარდს მიზანმა მცირედით უმტყუნა.

მონდომებულმა მასპინძლებმა პირველ ტაიმში მაინც შეძლეს საპასუხო გოლის გატანა: ჯერ იყო და გიორგი ვასაძის შორეული დარტყმა გრიგოლ ბედიაშვილმა კუთხურზე მოიგერია, ამ სტანდარტულის შემდეგ კი შეტევაში ჩართულმა გურამ ადამაძემ ზუსტი "თავურით" თავის გუნდს მატჩის "შემობრუნების" შანსი დაუტოვა. ანუ, ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად "ვიტ ჯორჯიას" ორი ბურთის გატანა სჭირდებოდა, თუმცა შესვენების შემდეგ უფრო მწვავედ სტუმრები უტევდნენ; ჯერ იყო და ლაშა ჯაფარიძის ფლანგური პასის მერე დიმიტრი ტატანაშვილს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ რუსთაველთა გუნდის საუკეთესო ბომბარდირის თავით დარტყმული ბურთი "ვეტერინართა" კარის ხარიხას მოხვდა.

ამ ეპიზოდიდან ათი წუთი იქნებოდა გასული, სტუმართა მორიგი გააზრებული შეტევა შედეგიანი რომ აღმოჩნდა: ირაკლი მოდებაძემ მარცხენა ფლანგიდან ჩინებული პასით დიმიტრი ტატანაშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა და ამ უკანასკნელმაც, ჯერ მოხდენილი ფინტით მეურვე ჩამოიცილა, მერე კი ზუსტადაც დაარტყა. თამაშიც, ფაქტობრივად, აქ დამთავრდა: ალბათ, არავის ექნებოდა იმის ილუზია, "ვიტ ჯორჯია" მეტოქის კარში სამი ბურთის გატანას რომ შეძლებდა; ამიტომაც იყო, ორივე გუნდის მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელების დასვენება რომ გადაწყვიტა: "ვიტ ჯორჯიასაც" და "მეტალურგსაც" ხომ ჩემპიონატში არანაკლებ მნიშვნელოვანი თამაშები ელოდება; თუმცა, გუშინ იმის ალბათობაც იყო, მატჩი ოდნავ განსხვავებული ანგარიშით დამთავრებულიყო, მაგრამ დიმიტრი ტატანაშვილსა და რევაზ ღანიაშვილს მცირედით არ გაუმართლათ.

7.12. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 100 მაყურებელი

მერანი-გაგრა 2:0 (პირველი მატჩი 0:4)

1:0 ტაპე (21. სუხიაშვილის პასით), 2:0 ე. გრიგალაშვილი (62)

მერანი გაგრა

4-3-3 4-4-2

შეროზია ბეგაშვილი

კაკუშაძე ჯგერენაია

გ. ჟვანია კალანდაძე

იობაშვილი ტყეშელაშვილი

სუხიაშვილი ჯიშკარიანი

დიდავა ხუციძე

მემარნიშვილი ყურულაშვილი

ე. გრიგალაშვილი ჭკუასელი

ტაპე შარიქაძე

ტორაძე ჯერემია

ჩალაძე გაბედავა

მწვრთნელი მწვრთნელი

მ. ჟვანია ზ. ჯელაძე

მერანი

45. კაკუშაძე - მელიავა

65. ტორაძე - ქამუშაძე

სათადარიგოები: შენგელია, ფონიავა, წოწორია, იატრო, გეგეჭკორი

გაგრა

46. ჯიშკარიანი - ხოჯაშვილი

54. ჭკუასელი - ჩხეტიანი

87. ჯერემია - კვანტალიანი

სათადარიგოები: მაღრაძე, გაბუნია, სიჭინავა, ზვიადაძე

გაფრთხილება: იობაშვილი (29), ჯგერენაია (60), კვანტალიანი (90)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

xatuna
tuxa dagvireke ra, xatuna var jonis meugle.290 59 39 568 79 70 48
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო