საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის სათადარიგო გუნდების გათამაშებაში A ჯგუფს სათავეში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი უდგას
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის სათადარიგო გუნდების გათამაშებაში A ჯგუფს სათავეში ისევ ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი "კლერმონი" და "ტულონი" უდგას.

ვიქტორ კოლელიშვილის, გიორგი ჯაშიტაშვილისა და გიორგი ჯიმშელაძის "კლერმონმა" მე-7 ტურში შინ გაანადგურა"აჟენი" - 40:0. "უმცროსი ვულკანების" შორის კოლელიშვილი კვლავ გამორჩეული იყო, მან მეტოქეს ერთი ლელო გაუტანა.

"კლერმონის" ქომაგები კლუბის ვებ გვერდის ფორუმზე კოლელიშვილის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურბენ. ერთმა ისიც კი დაწერა, რომ ქართველი მესამეხაზელი კანადელ ჯიმი კუდმორისა და მამუკა გორგოძის ნამყენი არისო.

ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" ასევე შინ, ოღონდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "ბაიონი" - 30:24 და ახლა 24 ქულით მე-2 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი ბერნარ ლაპორტმა ძირითად გუნდში იხმო და ინგლისში, "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების მორიგი ტურის მატჩში, "ნიუკასლთან" სათამაშოდ იახლა.

დავით ლოსაბერიძის "პომ", რომელიც 9 ქულით მერვე ადგილზეა, სტუმრად წააგო კატალონიურ "პერპინიანთან" - 7:57.

A ჯგუფი

პერპინიანი-პო 57:7, ტულონი-ბაიონი 30:24, ბურგუენი-ლიონი 0:16, მონპელიე-ტულუზი 20:16, კლერმონი-აჟენი 40:0

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 28 ქულა, 2. ტულონი - 24, 3. პერპინანი - 22, 4. ბაიონი - 19, 5. აჟენი - 17, 6. მონპელიე - 13, 7. ბურგუენი - 12, 8. პო - 9, 9. ლიონი - 8, 10. ტულუზი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა