ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პრესსამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას
გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსმა ლაშა დვალიშვილმა პრესკონფერენცია გამართა - როგორც გაირკვა, ამ თანამდებობაზე უკანასკნელი.

"დიდ მადლობას გიხდით იმ წელიწადნახევრისთვის, რომლის განმავლობაში ერთად საკმაოდ ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ. ამიერიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღარ ვიმუშავებ და საქმიანობას თბილისის "დინამოში" განვაგრძობ. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთთან შემდგომშიც თბილი და საქმიანი ურთიერთობა გვექნება", - გვითხრა დვალიშვილმა.

მას არ დაუკონკრეტებია, რა პოზიცია შესთავაზეს "დინამოში". დვალიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში კლუბის სტრუქტურები ახლებურად ჩამოყალიბდება და მისი საქმიანობის სფეროსაც მალე შევიტყობთ. ჯერ ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ დვალიშვილი "დინამოს" პრესატაშე არ გახდება.

დვალიშვილმა ისიც თქვა, რომ "დინამოს" პარალელურად, ტელეკომპანია "მზეშიც" იმუშავებს, სადაც თავის ძველ პროექტს აღადგენს ქართული ფეხბურთისა და, ზოგადად, სპორტის თემატიკით.

დვალიშვილმა გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის საქმიანობა ძირითადად ეროვნული ნაკრების წარმატებით იზომება და რაკი ბოლო დროს ჩვენი ქვეყნის მთავარმა საფეხბურთო გუნდმა სახარბიელო შედეგები ვერ აჩვენა, დაიჩრდილა სფფ-ის აქტივობები ინფრასტრუქტურის მიმართულებით - ეროვნული ნაკრების ბაზისა და "მიხეილ მესხის" სტადიონის სრული რეკონსტრუქცია, რეგიონებში სტადიონებზე ახალი გაზონების დაგება და სხვა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პრესსამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა