საჩუქრით დაწყებული სეზონი
საჩუქრით დაწყებული სეზონი

ვილიარეალ კლუბ დე ფუტბოლ

მხარე: ვალენსია

დაარსდა: 1923 წ.

მწვრთნელი: ხუან კარლოს გარიდო (41 წლ)

სტადიონი: ელ მადრიგალი (25 000)

გასულ სეზონში: მე-7

ტიტულები: ინტერტოტოს თასის 2-გზის გამარჯვებული

საიტი: http://www.villarrealcf.es/

მივიდნენ: ჟოზი ალტიდორი (ჰალ სიტი), ბორხა ვალერო (ვესტ ბრომვიჩი), კარლოს მარჩენა (ვალენსია), კატალა, კრისტობალი, ხუან კარლოსი, მონტერო, მარკო რუბენი, მატილია, მუსაჩიო, ორიოლი (ყველა, ვილიარეალ ბ).

წავიდნენ: ივან მარკანო (ხეტაფე), ხოსება ლორენტე (რეალ სოსიედადი), დამიან ესკუდერო (ბოკა ხუნიორსი), დიეგო გოდინი (ატლეტიკო), ხავი ვენტა (ლევანტე), არიელ იბაგასა (კონტრაქტი დაუსრულდა), რობერ პირესი (კონტრაქტი დაუსრულდა), ფელიპე მანოელი (ტრანსფერზეა), სებასტიან ეგურენი (სპორტინგი).

უხსოვარ დროს ხაიმე კონკისტადორის მიერ დაარსებულ "სამეფო ქალაქის" (ვილია რეალ) 50-ათასიანი მოსახლეობის მთავარი სატრაბახო ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი "ვილიარეალია", პრიმერა დივიზიონის გუნდებში ყველაზე პატარა ქალაქის წარმომადგენელი. ამ მოკრძალებული ქალაქის გუნდმა 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწია და ყველა აალაპარაკა. ქალაქი ვალენსიადან 65 კილომეტრშია ჩრდილოეთით.

სეზონს "ვილიარეალი" საჩუქრით იწყებს - წესით და რიგით ევროპის ლიგაზე "მალიორკას" უნდა ეთამაშა (მე-5 ადგილი), მაგრამ უეფამ ბალეარულ გუნდს ევროლიცენზია ჩამოართვა და "ელ სუბმარინოს" გადასცა.

"ვილიარეალმა" იმდენი კარგი ფეხბურთელი გაუშვა (პირესი, ესკუდერო, ლორენტე, იბაგასა), რომ ძნელია მომავალ სეზონში პროგრესზე იფიქრო, თუმცა ორი ძალიან კარგი შენაძენიც გაკეთდა, ახალ სეზონს ბორხა ვალერო "ვილიარეალში" გაატარებს, ისევე როგორც კარლოს მარჩენა. ვნახოთ, რა იქნება ახალ სეზონში, მთავარია "წყალქვეშა ნავმა" შარშანდელი ცუდი სტარტი არ გაიმეოროს, თორემ შემადგენლობა ისევ კარგი ჰყავს, თანაც ძალიან...

ვილიარეალი 2009/10: დ. ლოპესი (38 თამაში); კაპდევილა (37თ, 5გ), კანი (35თ, 2გ), როსი (34თ, 10გ), გოდინი (36თ, 3გ), ნილმარი (33თ, 11გ), სენა (30თ, 1გ), ბრუნო (33თ), ლორენტე (29თ, 9გ), პირესი (28თ, 2გ), კასორლა (24თ, 5გ), იბაგასა (24თ, 2გ), ა. ლოპესი (24თ, 1გ), ფუსტერი (22თ, 3გ), გონსალო როდრიგესი (21თ), ხ. ვენტა (18თ), მარკანო (16თ, 1გ), ეგურენი (14თ), ესკუდერო (13თ, 1გ), მუსაჩიო (7თ), ჯონათანი (6თ), მარკო რუბენი (4თ), კიკო (2თ), მატი (2თ), მარკოსი (1თ).

ვილიარეალი 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, გ. როდრიგესი, კაპდევილა - კასორლა, ბრუნო, სენა, ბ. ვალერო - ნილმარი, როსი.

ფოტო: ბორხა ვალერო, ვილიარეალის 25 წლის ახალწვეული

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა