ორიოდე დღის წინ "მილანის" სპორტული დირექტორი კამერუნში გაემგზავრა, სადაც კლუბის სკაუტების მიერ რეკომენდებულ ფეხბურთელებს დააკვირდება
ამბიციური კლუბების სატრანსფერო მიზნებზე, როგორც წესი, მრავალი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე. ასეა მარსელის "ოლიმპიკის" შემთხვევაშიც.

გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ პროვანსელებს ორი ფეხბურთელი ჰყავთ მიზანში ამოღებული ტოტენჰემელი რომან პავლუჩენკო და "ბარსას" დუბლების წევრი ჯონათან სორიანო. გუშინ ფრანგულმა პრესამ ახალი ამბავი გაავრცელა: "ველოდრომზე" შეიძლება "მილანის" 38 წლის თავდამსხმელი ფილიპო ინძაგი ვიხილოთო.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ფეხბურთელი სულ ორჯერ გამოჩნდა მინდორზე. მიზეზი ტრავმების გარდა ისიც არის, რომ "როსონერის" წინა ხაზში არანორმალური კონკურენციია - ანტონიო კასანო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რობინიო და პატო. ინძაგი ახალგაზრდა კონკურენტებს წინააღმდეგობას ვეღარ უწევს. მით უფრო, რომ კლუბი კარლოს ტევესის გადაბირებასაც გეგმავს. ბუნებრივია, ტრიბუნებზე ჯდომა ვარსკვლავს არ აკმაყოფილებს.

სპორტული ვებგვერდები წერენ, რომ ფილიპო "სან სიროს" იანვარშივე დატოვებსო. "როსონერი" თავდამსხმელს ალბათ თავისუფალი აგენტის სტატუსს უბოძებს, რაც მის ტრანსფერს ბევრად გააადვილებს.

ორიოდე დღის წინ კლუბის სპორტული დირექტორი ჟოზე ანიგო კამერუნში გაემგზავრა, სადაც კლუბის სკაუტების მიერ რეკომენდებულ ფეხბურთელებს დააკვირდება. Coal.com-ის ინფორმაციით, მუსიო ჟოზე პირველ რიგში კამერუნის ჩემპიონ "კოტონ სპორტსის" მატჩებზე დასწრებას აპირებს. კონკრეტულად რომელი ფეხბურთელი აინტერესებს ფრანგ ფუნქციონერს, წყარო არაფერს წერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა