"პარი სენ-ჟერმენისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავები სალომონ კალუს წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ
"პარი სენ-ჟერმენისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავები, ამჟამად კლუბის სპორტული დირექტორი ალენ როში და ერთ-ერთი მთავარი სკაუტი კლოდ მაკელელე სამშაბათს, 6 დეკემბერს ლონდონში გაფრინდნენ, რათა "სტემფორდ ბრიჯზე" ჩემპიონთა ლიგაში "ჩელსის" მატჩს დასწრებოდნენ "ვალენსიის" წინააღმდეგ.

მათ კონკრეტული მიზანიც ჰქონდათ დასახული: მატჩის შემდეგ სალომონ კალუს წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ. ნიჭიერი ივუარელი შემტევი "ჩელსიში" მისი ამჟამინდელი ყოფით უკმაყოფილოა. ანდრე ვილაშ-ბოაში მას პრაქტიკულად არ ათამაშებს. 14 ტურში 26 წლის ფეხბურთელი მინდორზე სულ სამჯერ გამოჩნდა, აქედან ძირითადში ორჯერ.

სალომონის ანგარიშზე ერთი გოლია. "პარიზიენის" მტკიცებით, "არისტოკრატთა" ხელმძღვანელობა ტრანსფერის წინააღმდეგ არ წავა, რადგან ივნისის ბოლოს ის თავისუფალი აგენტი გახდება და კლუბს უფასოდ დატოვებს. "ლურჯ-წითლებს" ერთი რამის გათვალისწინება მართებთ. კალუ იანვარში აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად გაბონში გაემგზავრება. აღნიშნული ტურნირი 21 იანვარს იწყება. ფინალი კი 12 თებერვალსაა დაგეგმილი.

"კანალ პლუსის" ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენს" "უდინეზედან" მაროკოელი ცენტრალური მცველის, 24 წლის მეჰდი ბენატიას გადაბირება აქვს განზრახული. პარიზელები მზად არიან, 12 მილიონი ევრო გადაიხადონ. ფეხბურთელი აცხადებს, რომ მისი აგენტი უკვე იმყოფებოდა პარიზში და კლუბის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი უკვე გამართა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი საფრანგეთის ქალაქ ევრიშია დაბადებული და პროფესიული კარიერაც ამ ქვეყანაში დაიწყო. 2005-დან 2008 წლამდე ის "მარსელში" ირიცხებოდა, თუმცა არ უთამაშია. შემდგომ ის "ტურსა" და "ლორიანში" ასპარეზობდა. 2 წელი მეჰდიმ "კლერმონში" გაატარა. იტალიის ჩემპიონატში ბენატიამ 12 მატჩი ჩაატარა, თანაც ყველა ძირითადში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა