მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, როჯერ ფედერერმა თავისი მონაწილეობა დევისის თასის პირველ რაუნდში ოფიციალურად დაადასტურა
მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, როჯერ ფედერერმა ოფიციალურად დაადასტურა თავისი მონაწილეობა დევისის თასის პირველ რაუნდში, რომელშიც შვეიცარიის ნაკრების მეტოქე ამერიკა იქნება. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა 1-12 თებერვალს ქალაქ ფრიბურგის გრუნტის კორტებზე გაიმართება.

"ბედნიერი ვარ, რომ აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ მიწევს თამაში, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შინ ვთამაშობთ და მაყურებლის მხარდაჭერა გვექნება. შესანიშნავად ჩავატარეთ ეს სეზონი, რომელიც ბერნსა და სიდნეიში გამარჯვებებით დავასრულეთ. ჩვენს გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა", - ამბობს ფედერერი შვეიცარიის ჩოგბურთის ოფიციალურ ვებგვერდზე.

როჯერს ერთხელ უთამაშია დევისის თასზე ამერიკის წინააღმდეგ - 2001 წელს შვეიცარიამ 3:2 გაიმარჯვა და ფედერერმა სამივე მოგებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ამ დღეებში შვეიცარიული პრესა აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მარტინა ჰინგისი პროფესიული კარიერის განახლებას და ფედერაციის თასზე შვეიცარიის ნაკრების რიგებში ავსტრალიის წინააღმდეგ თამაშს აპირებს. ამ ჭორებს გამოეხმაურა ჩოგბურთელის ოფიციალური წარმომადგენელი და განაცხადა, რომ მარტინას აზრადაც არ ჰქონია დიდ სპორტში დაბრუნება.

გაზეთებში ეს ცნობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც შვეიცარიის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რენე შტემბახმა ერთ-ერთ გამოცემას განუცხადა - იმედი მაქვს ჰინგისი უახლოეს დღეებში თანხმობას განაცხადებს ნაკრებისთვის დახმარების გაწევაზეო.

"ეს თავიდან ბოლომდე მცდარი ინფორმაციაა. როგორც ჩანს, მათ დიდი არენა აქვთ, მაგრამ მოთამაშეები არ ჰყავთ იმისთვის, რომ მაყურებლები მიიზიდონ ტრიბუნებზე. გვინდა თავიდან ავიცილოთ აჟიოტაჟი, ათასგვარი ჭორი და სხვა ფანდი იმისთვის, რომ მათ უბრალოდ ბილეთები გაასაღონ", - ამბობს ჰინგისის აგენტი.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად მარტინას სპორტული კარიერის დასრულების შესახებ არ გამოუცხადებია და რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა საჩვენებელ მატჩებში. ადრე დადიოდა ჭორი იმის შესახებ, რომ ჰინგისმა, შესაძლოა, ლონდონის ოლიმპიადის მიქსტში ითამაშოს როჯერ ფედერერის მხარდამხარ, მაგრამ თავად ჩოგბურთელს არანაირი ინიციატივა არ გამოუხატავს ოლიმპიადაზე თამაშის უფლების მოსაპოვებლად. ამას პროფესიულ ტურში დაბრუნება ან ფედერაციის თასზე თამაში სჭირდება. მოგვიანებით, თავად ფედერერმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის უნდა თუ არა ოლიმპიადაზე ყველა თანრიგში გამოსვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა