ნიკა გელაშვილისა და შოთა გრიგალაშვილის მდგომარეობა საგანგაშო არაა და სავარაუდოდ, გუნდს უახლოეს ტურებში დაუბრუნდებიან
მოგეხსენებათ, "ტორპედოსთან" სათასო მატჩი გამოტოვა "ზესტაფონის" ორმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ, ნიკა გელაშვილმა და შოთა გრიგალაშვილმა, რამაც ფეროელთა შემტევი პოტენციალი შეასუსტა.

როგორც შევიტყვეთ, არც ერთის მდგომარეობა საგანგაშო არ არის. 26 წლის გელაშვილი მოწამლული იყო და უკვე განაახლა ვარჯიში "ზესტაფონის" ფიზმომზადების მწვრთნელის, სერბი ივან ვუჩეტიჩის ხელმძღვანელობით. გამორიცხული არ არის, მან უმაღლესი ლიგის უახლოეს ტურშივე შეძლოს თამაში.

შედარებით რთულია 25 წლის გრიგალაშვილის მდგომარეობა. მან ვარჯიშზე ტვინის შერყევა მიიღო და რამდენიმედღიანი წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული. "ზესტაფონს" გრიგალაშვილი მალე დაუბრუნდება და შესაძლოა, უახლოეს თუ არა, წლეულს დარჩენილ რამდენიმე მატჩში მაინც მიიღოს მონაწილეობა.

31 წლის ზურაბ მენთეშაშვილმა, რომელიც კლუბში წლის დასაწყისში მივიდა და "ზესტაფონის" შემადგენლობაში ჯერ არ უთამაშია, ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო და მალე საერთო ჯგუფსაც შეუერთდება. გიორგი ხიდეშელი კი, რომელმაც ზაფხულში მოლდოვურ "დაჩიასთან" საჩემპიონთალიგო მატჩში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, ვარჯიშს ახალი წლიდან შეუდგება და, მენთეშაშვილის მსგავსად, "ზესტაფონს" უცხოურ შეკრებაზეც გაჰყვება.

მენთეშაშვილი და ხიდეშელი რამდენიმე დღის წინ ბელგიიდან, გამოკვლევებიდან დაბრუნდნენ, კონსულტაციები მათ იქაური ექიმებისგან მიიღეს.

უკეთაა 23 წლის რატი წინამძღვრიშვილიც, რომელიც გუნდს ბეჭის ოპერაციის გამო გამოაკლდა. ვარჯიშს ისიც ახალი წლიდან განაახლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა