ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კახა ცხადაძე: მწვრთნელი-რეკორდსმენი

კახა ცხადაძე: მწვრთნელი-რეკორდსმენი

აზერბაიჯანულმა ინტერნეტ-გამოცემამ "აპასპორტმა" სტატია გამოაქვეყნა, სადაც ბაქოს "ინტერის" ქართველ თავკაცზეა საუბარი
წინა კვირაში იყო, აზერბაიჯანულმა ინტერნეტ-გამოცემამ "აპასპორტმა" ჩვენთვის საინტერესო სტატია ("უცხოელთა ჰეგემონია") რომ გამოაქვეყნა. სტატია აზერბაიჯანის თასის მერვედფინალურ მატჩებს ეძღვნებოდა, უფრო ზუსტად კი, ხაზგასმით იყო აღნიშნული ჩვენი მეზობლების საფეხბურთო საქმიანობაში უცხოელ მწვრთნელთა დამსახურება.

ახლა სწორედ ამ სტატიიდან ამონარიდს გთავაზობთ, რამეთუ იქ საუბარია ჩვენს თანამემამულეზე, ბაქოს "ინტერის" მთავარ მწვრთნელზე კახა ცხადაძეზე.

შეგახსენებთ, რომ ცხადაძის ხელმძღვანელობით "ინტერი" 2010 წელს აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა, წლეულს იანვარში კი სანკტ-პეტერბურგში "თანამეგობრობის თასიც" მოიპოვა. მოკლედ, ქართულ ტიტულებს (2005 წელს "დინამოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონობა, 2006 წელს - ბოლნისის "სიონთან" ერთად) აზერბაიჯანულიც მიამატა და იმის დიდი შანსიც არის, რომ ეს წარმატებული სერია კიდევ გაგრძელდეს; ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით ამის ყველა წინაპირობა არსებობს: ქვეყნის ჩემპიონატში 15 ტურის შემდეგ "ინტერი" მეორე ადგილზეა და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება აზერბაიჯანელთა ყველაზე პოპულარულ და "ცნობად" კლუბს ბაქოს "ნეფთჩის";

ამას გარდა, "ინტერი" აზერბაიჯანის თასის მეოთხედფინალშიც არის გასული და ამ ქვეყნის ყველაზე "ქართული გუნდი" (შეგახსენებთ, რომ მეორე მწვრთნელად კიდევ ერთი ტიტულიანი სპეციალისტი გიორგი ჩიხრაძე მუშაობს, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები კი გიორგი ლომაია, ილია კანდელაკი, ვალერი აბრამიძე და ბაჩანა ცხადაძე არიან) წინა გათამაშების მსგავსად, ახლაც ფინალში გასვლას შეეცდება.

უცხოელთა ჰეგემონია

"მეოთხედფინალში გასული გუნდების ზუსტად ნახევარს უცხოელი სპეციალისტები თავკაცობენ: მირჩა რედნიკი ("ხაზარი"), ალექსანდრ სტარკოვსი ("ბაქი"), კახა ცხადაძე ("ინტერი"), ფათიხ კავლაკი ("გაბალა"). ამ ოთხეულიდან მსგავს წარმატებას პირველად მიაღწიეს კავლაკმა და სტარკოვსმა, რედნიკმა კი მეორედ შეძლო "ხაზარის" მეოთხედფინალში გაყვანა.

აი, რაც შეეხება ცხადაძეს, ქართველმა სპეციალისტმა ზედიზედ მესამედ დაძლია მერვედფინალური ეტაპი და ამით გაიმეორა "ინტერში" თავისი წინამორბედის, ვალენტინ ხოდუკინის (უკრაინა) რეკორდი. თუმცა, აბსოლუტურ რეკორდსმენად მაინც ცხადაძე უნდა მივიჩნიოთ, რადგან "ინტერის" გარდა აზერბაიჯანის თასის მეოთხედფინალში ბაქოს "სტანდარდიც" ჰყავს გაყვანილი და ქართველი სპეციალისტი 2012 წლის გაზაფხულზე კვლავაც თავის ადგილზე თუ იქნება, მაშინ მის მიღწევას კარგა ხანი ვერც ერთი უცხოელი მწვრთნელი ვერ გააუმჯობესებს (შენიშვნა: მირჩა რედნიკი "ხაზარის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ახლახანს გაათავისუფლეს - მიზეზი კი... ბაქოს "ინტერთან" საშინაო მატჩი იყო - რედ.).

სხვათა შორის, ცხადაძე ერთადერთი მწვრთნელია, ბოლო სამი წლის განმავლობაში თავისი გუნდი მუდმივად რომ გაჰყავდა აზერბაიჯანის თასის მეოთხედფინალში; თანაც, ეს შედეგი არამხოლოდ უცხოელი, არამედ აზერბაიჯანელი მწვრთნელებისთვისაც არის მიუწვდომელი..."

ასი და უფრო მეტი...

კვლავაც ინტერნეტ-გამოცემა "აპასპორტს" უნდა დავეყრდნოთ, ამ რამდენიმე ხნის წინათ კიდევ ერთი საგულისხმო და საინტერესო სტატისტიკა რომ გამოაქვეყნა ქართველ მწვრთნელზე (კონკრეტული თარიღიც შეგვიძლია მივუთითოთ: 2011 წლის 20 ოქტომბერი - რედ.). ამ შემთხვევაში საუბარია კახა ცხადაძის მორიგ სარეკორდო მაჩვენებელზე: აზერბაიჯანის ჩემპიონატის X ტურის მატჩი ქართველი სპეციალისტისათვის 126-ე უნდა ყოფილიყო მის აზერბაიჯანულ კარიერაში.

ასეც მოხდა: ბაქოს "ინტერისა" და "გაბალას" (იმ მომენტისათვის ტონი ადამსი რომ თავკაცობდა, ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ლეგენდარული კაპიტანი) მატჩში ცხადაძემ აზერბაიჯანში მომუშავე ლეგიონერ მწვრთნელთა რეკორდი გაიმეორა. მანამდე ასეთივე შედეგი მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ უცხოელ მწვრთნელს ჰქონდა: უკრაინელმა რომან პოკორამ 2006-2010 წლებში ზაქათალის "სიმურგის" თავკაცის რანგში ჩემპიონატის 108 მატჩი, 16 სათასო და ორიც ევროტურნირების შეხვედრა ჩაატარა. ცხადაძემ კი (2008 წლის იანვრიდან დეკემბრამდე "სტანდარდში" და 2009 წლის ზაფხულიდან "ინტერში") აზერბაიჯანის თასზე 16 მატჩი ჩაატარა, 6 - "თანამეგობრობის თასზე" და 4 - ევროტურნირებზე.

ა23 ოქტომბრის მატჩი "გაბალასთან" კი საიუბილეო, მეასე იყო აზერბაიჯანის ჩემპიონატში. იმასაც აღვნიშნავთ, რომ პოკორასა და ცხადაძეს გარდა აზერბაიჯანის ჩემპიონატში არც ერთ უცხოელ მწვრთნელს 100 მატჩი არ ჩაუტარებია.

"უცნაური" ინტერი

როგორც აღვნიშნეთ, ეს ინფორმაცია ამა წლის 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა; იმის მერე თვენახევარზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში "ინტერმა" ცხადაძის ხელმძღვანელობით 1 სათასო და ჩემპიონატის 5 მატჩი ჩაატარა. მოკლედ, ყველა "ფრონტზე" (ჩემპიონატი, თასი, ევროტურნირები) ჩატარებული მატჩების რაოდენობით ცხადაძე აზერბაიჯანის ლეგიონერ მწვრთნელებს შორის აბსოლუტური რეკორდსმენია (132 შეხვედრა). რაც შეეხება მხოლოდ ჩემპიონატის მატჩებს, კიდევ ოთხი ტურიც და ქართველი მწვრთნელი ამ "ნომინაციაშიც" პირველ ადგილზე იქნება და წელიწადნახევრის წინ სამშობლოში დაბრუნებულ რომან პოკორასაც უკან ჩამოიტოვებს!

ისე, "ინტერი" ამ სეზონში იმდენად "უცნაურად" ასპარეზობს, ვფიქრობთ, სხვა რეკორდებსაც არ გამოჰკრას ხელი; თავად განსაჯეთ: 20 აგვისტოს მერე გუნდმა 14 მატჩი ჩაატარა წაუგებლად! ცალკე უნდა აღინიშნოს "ინტერის" საიმედოზე-საიმედო თამაში დაცვაში - ჩემპიონატის 15 მატჩში გუნდს 8 ბურთი აქვს გაშვებული; ეს კი, რაღა თქმა უნდა, ჩვენებურთა დამსახურებაც არის: 32 წლის გიორგი ლომაიასი (მეკარე), 31 წლის ვალერი აბრამიძისა და 29 წლის ილია კანდელაკის (მცველები).

რაც შეეხება ბაჩანა ცხადაძეს, 24 წლის ფორვარდმა ჩემპიონატში 2 გოლი გაიტანა და ორივე გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა (სტუმრად - "ნეფთჩისთან" და "ხაზართან").

ამ სეზონში "ინტერის" კიდევ ერთ "უცნაურობასაც" ყველა ამჩნევს (ერთადერთი ინტერნეტ-გამოცემის გარდა): თითქმის ყველა მატჩში გუნდის ძირითად შემადგენლობაში 7-8 ადგილობრივი ფეხბურთელი თამაშობს (არადა, ადრე პირიქით იყო). ასიფ მამედოვი, არიფ დაშდემიროვი, ნიზამი გაჯიევი, შახრიარ რაგიმოვი, სამირ ზარგაროვი, - 23-24 წლის ეს ადგილობრივი მოთამაშეები "ინტერის" წამყვან ფეხბურთელებად ყალიბდებიან და ნელ-ნელა კი არა, სწრაფად "ჩააჩოჩეს" ძირითადი შემადგენლობიდან 36 წლის ბრანისლავ ჩერვენკა (ჩეხეთი), 30 წლის პეტარ ზლატინოვი (ბულგარეთი), 30 წლის დანილდო ასიოლი (ბრაზილია), 30 წლის გირტს კარლსონსი (ლატვია).

აღარაფერს ვამბობთ ცხადაძის მიერ დაწინაურებულ ორ ახალგაზრდა ფეხბურთელზეც: ელნურ აბდულოვი და ასიფ მირილი 19-19 წლისანი არიან და იმდენად კარგად წარმოაჩინეს თავი, რომ აზერბაიჯანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერტი ფოგთსმა ორივე მათგანი ქვეყნის პირველ გუნდში გამოიძახა.

P.S. "აპასპორტიდან" ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგებს "დახმარება" გვინდა გავუწიოთ და როცა იქ მომუშავე ქართველი მწვრთნელების სარეკორდო მაჩვენებლებზე ისაუბრებენ, ბარემ ესეც დაამატონ: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ კახა ცხადაძეს მოუპოვებია ეს ტიტული ჯერ ფეხბურთელის, მერე კი - მწვრთნელის რანგში; ხოლო გიორგი ჩიხრაძე ერთადერთია, ვისაც საქართველოს თასი ფეხბურთელობის დროსაც მოუგია და შემდეგ, როგორც - მწვრთნელსაც.

გია გაგოშიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!