ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში აღმოსავლეთი კონფერენციის ლიდერი შეიცვალა. "ფილადელფიამ" უმნიშვნელოვანეს მატჩში შინ დაამარცხა "პიტსბურგი" და მისი ადგილი დაიკავა კონფერენციის ცხრილის უმაღლეს საფეხურზე.

"მფრინავებს" საქმე იმანაც გაუადვილა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თამაში ვერ შეძლო "პიტსბურგის" ლიდერმა სიდნი კროსბიმ. მის გარეშე "პინგვინები" პერიოდნახევარი შეტევაში სუსტად გამოიყურებოდნენ, "ფილადელფიამ" კი ამასობაში, სამი გოლი გაიტანა მარკ-ანდრე ფლერის კარში.

"პიტსბურგი" მხოლოდ 0:3-ის შემდეგ გამოცოცხლდა, განსაკუთრებით აქტიურობდა რუსი ვარსკვლავი ევგენი მალკინი, რომელმაც ჯერ ჯეიმს ნილს გაატანინა, შემდეგ კი თავადაც შეაგდო. "პინგვინზს" კიდევ 12 წუთი რჩებოდა თამაშის გადასარჩენად, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა ილია ბრიზგალოვს.

კროსბის მდგომარეობას რაც შეეხება, ჟურნალისტებმა გაავრცელეს ჭორი, თითქოს "პიტსბურგის" კაპიტანმა ისევ ტვინის შერყევა მიიღო და ამის გამო არ უთამაშია, მაგრამ კლუბის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სიდნის მცირე ტრავმა აქვს და შაბათს ჩვეულებრივ განაახლებს ვარჯიშებსო.

"პიტსბურგის" დაწევის შანსი "რეინჯერსსაც" ჰქონდა, მაგრამ ამისთვის "ტამპა ბეის" დამარცხება იყო საჭირო, რაც ნიუიორკელებმა ვერ შეძლეს. თუმცა მატჩის მსვლელობა ისეთი გახლდათ, რომ "რეინჯერსს" ორი ქულის აღების კარგი შანსი ჰქონდა. მასპინძლები ორჯერ იგებდნენ შეხვედრას, მაგრამ ორი წუთი ვერ გაძლეს - ულამაზესი გარღვევით მურმა ახლო კუთხეში გაუტანა ლუნდკვისტს და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ბულიტების სერიაში კი გაიბრწყინა "ტამპას" მეკარე მეტიუ გარონმა, რომელმაც ორი დარტყმა მოიგერია, ერთიც თავად რეინჯერებმა ააცილეს, "ტამპას" მხრიდან კი პენალტი იმავე დომინიკ მურმა გაიტანა და თავის გუნდს 3:2 მოაგებინა.

კოლამბუსი-ნეშვილი 3:4 (ო)

1:0, 1:1, 1:2, 0:1

გოლები: 1:0 ჯ. კარტერი-4 (პროსპალი-15, ნეში-12), 2:0 ვერმეტი-4 (ბოლი-1, ნიკიტინი-9), 2:1 ფიშერი-6 (ს. კოსტიცინი-9, ბუიონი-3), 3:1 დორსეტი-6 (მეტოტი-4, ვიშნიევსკი-12), 3:2 ჰორნკვისტი-8 (შ. უებერი-14, რ. სატერი-14), 3:3 ს. კოსტიცინი-4 (ერატი-10, რ. სატერი-15), 3:4 კ. უილსონი-7 (ერატი-11).

ფილადელფია-პიტსბურგი 3:2

1:0, 2:1, 0:1

გოლები: 1:0 ბრიერი-8 (სიმონდსი-5), 2:0 სიმონდსი-6 (ვორაჩეკი-14, ჟირუ-21), 3:0 ჰარტნელი-13 (მეზაროში-5, მ. კარლი-9), 3:1 ჯ. ნილი-15 (მალკინი-16, ნისკანენი-6), 3:2 მალკინი-10 (ორპიკი-3, ეშემი-7).

რეინჯერსი-ტამპა ბეი 2:3 (ბ)

1:0, 1:1, 0:1, 0:0

გოლები: 1:0 კელეჰანი-11 (ბ. რიჩარდსი-14, სტეპანი-12), 1:1 მელოუნი-6, 2:1 ანისიმოვი-5 (დელ ზოტო-9, დუბინსკი-11), 2:2 მური-2 (ჰედმანი-1, ბრიუერი-7).

ბულიტები გაიტანეს: მური (ტამპა ბეი).

აილენდერსი-ჩიკაგო 2:3

0:1, 1:1, 1:0, 0:1

გოლები: 0:1 მარიან ჰოსა-12 (პ. კეინი-23, შარპი-15), 0:2 შარპი-14 (მარიან ჰოსა-16, ჰიალმარსონი-4), 1:2 ჰამონიკი-1 (პარენტო-18, მოულსონი-8), 2:2 გრაბნერი-8 (სტაიოსი-5, ნილსენი-8), 2:3 შარპი-15 (მარიან ჰოსა-17).

ნიუ ჯერსი-ოტავა 5:4 (ბ)

0:2, 1:1, 3:1, 0:0

გოლები: 0:1 მ. მიხალეკი-18 (სპეცა-17), 0:2 ფოლინო-10 (კოუენი-3, გრინინგი-7), 0:3 ალფრედსონი-7 (ე. კარლსონი-23, სპეცა-18), 1:3 პარიზე-8 (ენრიკე-13), 2:3 ზუბრუსი-8 (ელიაში-14), 3:3 ტედენბი-1 (კლარკსონი-3, ა. ლარსონი-8), 4:3 კოვალჩუკი-8 (პარიზე-11, ენრიკე-14), 4:4 ვინჩესტერი-2 (კ. ფილიპსი-8, ალფრედსონი-9).

ბულიტები გაიტანეს: პარიზე (ნიუ ჯერსი), სპეცა (ოტავა), ელიაში (ნიუ ჯერსი), ალფრედსონი (ოტავა), ენრიკე (ნიუ ჯერსი).

ბოსტონი-ფლორიდა 0:2

0:0, 0:0, 0:2

გოლები: 0:1 კოპეცკი-4 (მატიასი-5, კულიკოვი-17), 0:2 ვერსტიგი-13 (ფლიშმანი-17, ბ. კემპბელი-22).

მონრეალი-ვანკუვერი 3:4 (ბ)

2:0, 1:1, 0:2, 0:0

გოლები: 1:0 სენ დენი-1 (კამალერი-9, პლეკანეცი-18), 2:0 დიასი-2 (პასიორეტი-10, კოული-9), 3:0 კოული-9, 3:1 რეიმონდი-1 (ჰანსენი-6), 3:2 ჰოჯსონი-6, 3:3 სალო-6 (ჰ. სედინი-23, კესლერი-13).

ბულიტები გაიტანეს: ჰოჯსონი (ვანკუვერი).

დეტროიტი-ფინიქსი 5:2

5:0, 0:1, 0:1

გოლები: 1:0 ბერტუცი-2 (დაციუკი-17), 2:0 ფილპულა-9 (ზეტერბერგი-11, ჰუდლერი-12), 3:0 ჰოლმსტრიომი-5 (ი. უაიტი-8, დაციუკი-18), 4:0 ჰელმი-4 (კონერი-1, კინდლი-6), 5:0 ჰუდლერი-4 (ზეტერბერგი-12, ფილპულა-14), 5:1 ვრბატა-14 (იენდლი-15, მორისი-6), 5:2 ჰანჟალი-4 (დოუნი-11, რეი უიტნი-15).

კალგარი-კოლორადო 3:2

0:0, 0:1, 3:1

გოლები: 0:1 დუშენი-10 (ჰეიდა-6), 1:1 სტემპნიაკი-8 (მორისონი-3, კ. ბატლერი-7), 2:1 გლენკროსი-8 (მორისონი-4, სტემპნიაკი-6), 2:2 გალიარდი-4 (ჰეიდუკი-10), 3:2 ო. იოკინენი-8 (იგინლა-10, გლენკროსი-7).

სტ. ლუისი-ანაჰაიმი 4:2

1:1, 2:0, 1:1

გოლები: 1:0 პორტერი-2 (ლანგენბრუნერი-7, ი. კოული-3), 1:1 რაიანი-10 (სელიანე-19, ს. კოივუ-10), 2:1 ი. კოული-1 (დ'აგოსტინი-5, ლანგენბრუნერი-8), 3:1 ოში-8 (კოლაიაკოვო-6), 3:2 სმიტ-პელი-3 (გეტცლაფი-16, რაიანი-6), 4:2 ოში-9 (ბეკსი-8).

ლოს ანჯელესი-მინესოტა 2:4

0:1, 0:2, 2:1

გოლები: 0:1 მ. კოივუ-6 (სპარჯონი-9, ტეფი-1), 0:2 პოუ-3 (ნ. ჯონსონი-7, ბროძიაკი-7), 0:3 სკანდელა-3 (ჰიტლი-11, კულენი-9), 1:3 პენერი-2 (ჯ. ჯონსონი-6, კოპიტარი-17), 1:4 ელმონდი-1 (ნ. ჯონსონი-8, პოუ-3), 2:4 ჰანტერი-1 (კლიფორდი-3, ჯ. ჯონსონი-7).

სან ხოსე-დალასი 5:2

2:1, 3:1, 0:0

გოლები: 1:0 კუტური-11 (ქლოუ-12), 2:0 მაკგინი-5 (ჰანძუში-6, ჯ. ბრაუნი-2), 2:1 რიბეირო-3 (მოროუ-7, ოტი-7), 2:2 მოროუ-4 (რიბეირო-16, რობიდასი-8), 3:2 ქლოუ-6 (ჯ. ტორნტონი-17, ჰავლატი-11), 4:2 ვინჩესტერი-3 (ჯ. ტორნტონი-18, ბერნსი-5), 5:2 ტ. მიტჩელი-3 (მაკგინი-3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამდენიმე საინტერესო მატჩით დასრულდა

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის