ამჯერად “ლურჯ-წითლები” “მილანსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის ჩადგნენ და ლამის გაჩარხული საქმის ხორცშესხმა საეჭვოდ აქციეს
“პარი სენ-ჟერმენის” ამბიციებს დასასრული არ უჩანს. კლუბი ძალიან ბევრ ფეხბურთელს ეპოტინება. ამჯერად “ლურჯ-წითლები” “მილანსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის ჩადგნენ და ლამის გაჩარხული საქმის ხორცშესხმა საეჭვოდ აქციეს.

ის იყო, “როსონერიმ” და ტევესმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს, რომ სად იყო და სად არა, გამოხტა პსჟ და “სიტის” “მილანის” მიერ შეპირებულ 20 მილიონზე 5 მილიონი წაუმატა და ფეხბურთელის მისთვის მიყიდვა სთხოვა. ფრანგულ ვებგვერდებზე დაიწერა, თუ გაჭირდა პარიზელები დამატებით კიდევ 5 მილიონს გაიმეტებენ და “სიტის” საქმეს საფიქრალად გაუხდიანო. ერთია, რას ფიქრობს კლუბი, მაგრამ მეორეა თავად ტევესის პოზიცია, რომელსაც “მილანში” თამაში სწყურია. რამდენს იზარალებს ტრანსფერში არგენტინელისთვის აგრე რიგად საძულველი “სიტი”, მისთვის სულ ერთია.

ტევესის გარდა “პარკ დე პრენსის” მკვიდრთ კიდევ ერთი არგენტინელის გადაბირება სურთ - “ბენფიკა” 23 წლის მარცხენა ნახევარმცველ ნიკოლას გაიტანს 10,5-11,5 მილიონად აფასებს. “ფუტბოლპრესის” ცნობით, ლეონარდო რამდენიმე დღეში ლისაბონს გაეშურება, რათა “არწივებთან” მოლაპარაკება წამოიწყოს.

პარიზულ კლუბში მთლად “ჯანმრთელი” სიტუაცია რომ არ არის, გულშემატკივარს ალბათ მოეხსენება. მთავარი მწვრთნელის ანტუან კომბუარეს ირგვლივ ისეთი ვნებები დუღს და გადმოდუღს, კაცი მტერს რომ არ უსურვებს. დირექტორატის გარდა მოწინააღმდეგეები მან გუნდშიც გაიჩინა. მაგალითად ხავიერ პასტორე. ის, რომ ფორმაში არ იყო, არგენტინელმა ხან რას დააბრალა, ხან რას, ჯერ თქვა, სათამაშო გრაფიკმა გადამღალაო, მერე გუნდის მთავარი მწვრთნელი მოედანზე თავისუფლებას მიზღუდავსო და ბოლოს ისიც კი თქვა, თავისუფალ პოზიციაში მყოფს თანაგუნდელები არ მამჩნევენო.

“ხავიერისთვის ამ წუთას საკმაოდ რთული დროა. ის ერთდროულად ცდილობს ახალ საფეხბურთო კულტურასთან და ახალ ლიგასთან შეგუებას. ჩვენ, მისი თანაგუნდელები, ვალდებულნი ვართ მას ყველანაირად გვერდში დავუდგეთ, რათა ძველებიურად ეფექტურად შეძლოს ბურთაობა, ზუსტად ისე, როგორც სეზონის დასაწყისში აკეთებდა. სანერვიულო არაფერია, რადგან ვიცით, რომ შეუძლია ძველ ფორმას დაუბრუნდეს”, - განაცხადა “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა ჟერემი მენეზმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა