საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ირანელ თანატოლებს ამხანაგურ მატჩში ორბურთიანი სხვაობით აჯობა
9.12. თბილისი. "მიხეილ მესხი"

საქართველო (U16)-ირანი (U16) 2:0

გოლები: 1:0 კერძევაძე (8), 2:0 ჯობავა (77)

საქართველო: ქურდაძე, ბაღდავაძე, ა. არველაძე, მალანია, გაბედავა (78. გელაშვილი), ჯაფიაშვილი, ჯობავა, გოროზია (66. ბუნტური), კერძევაძე (79. მესხი), ლაშხია, კობახიძე (68. შულარია)

მწვრთნელი: გ. შეყილაძე

ირანი: სედგეიანი, ჰოსინი, ჰაგზადე, ნასრი (41. ჰაშემი), ობეიდიორი (41. მოგთადეი), ჯაფერი, ვეჯდანი, ბაიოჯი (65. იასინი), რიგი, მოჰარამი (52. შოჯაქი), ბაიზაჯი

მწვრთნელი: ა. დოსტი

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა გუშინ ვაკეში ირანელ თანატოლებს ამხანაგურად უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით აჯობა.

შეხვედრის პირველი ნახევარი გელა შეყილაძის გუნდის უპირატესობით წარიმართა, მეორეში კი სტუმრები გააქტიურდნენ, მაგრამ ჩვენების დაცვამ და მეკარე ბექა ქურდაძემ საიმედოდ ითამაშეს. ქართველებმა მეტოქის კარი ორივე ტაიმში დალაშქრეს. ილია კერძევაძემ თავისიანები თავურით დააწინაურა, გიორგი ჯობავამ კი საჯარიმოს სიახლოვიდან დარტყმით გაიტანა.

სიცივის მიუხედავად, სტადიონზე ქომაგები მაინც იყვნენ - ქართველ მოზარდებს "ჯვაროსნების" გულშემატკივართა კლუბის წევრები ამხნევებდნენ, ირანელებს _ თბილისში დროებით მცხოვრები მათი თანამემამულეები.

როგორც გელა შეყილაძემ გვითხრა, ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სასელექციო პროცესს აქტიურად განაგრძობს და ამ მიზნით გუშინ შვიდი ახალი ფეხბურთელი გამოიცადა, რომელთაგან სამი საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრების წევრია. ახალწვეულთა უმრავლესობით შეყილაძე კმაყოფილი დარჩა.

შეგახსენებთ, ეს გუნდი გაისად, შემოდგომაზე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს. ჯგუფს თბილისი უმასპინძლებს და შეყილაძეს აუცილებლად მიაჩნია, რომ საკონტროლო მატჩების უმეტესობა ნაკრებმა აქ ჩაატაროს. გუშინდელი კი ამ ნაკრებისთვის საქართველოში ჩატარებული პირველი საერთაშორისო სპარინგი იყო.

მატჩის შეყილაძისეული შეფასება კი ასეთია:

"მოხარული ვარ, რომ ორი მნიშვნელოვანი ამხანაგური შეხვედრის ჩატარების საშუალება მოგვეცა. ირანის ნაკრები საკმაოდ ძლიერი სპარინგპარტნიორი აღმოჩნდა - სწრაფ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს და პრობლემებიც შეგვიქმნა. ამ შეხვედრაში შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გამარჯვება მაინც სასიამოვნოა. დიდი სამუშაო გველის. იმედი მაქვს, ნაკლოვანებებს გამოვასწორებთ და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით".

ქართველი და ირანელი 16-წლამდელების მეორე სპარინგი კვლავ "მიხეილ მესხზე" გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა