კიმი რაიკონენმა ავსტრიაში, ტრადიციულ Swatch Snow Mobile Race-ის შეჯიბრის დროს თოვლზე სკუტერებით რბოლაში მონაწილეობა გადაწყვიტა
ახალი სეზონის წინ ფინელმა პილოტმა კიმი რაიკონენმა ავსტრიაში, ტრადიციულ Swatch Snow Mobile Race-ის შეჯიბრის დროს თოვლზე სკუტერებით რბოლაში მონაწილეობა გადაწყვიტა.

სამწუხაროდ, "ლოტუს-რენოს" ახალწვეულისთვის ეს გართობა სავალალოდ დასრულდა - ფინელი ავარიაში მოხვდა, ხელის ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში გააგზავნეს სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

პირველივე ცდის დროს კიმიმ ძალიან მაღალი სიჩქარით სცადა მოსახვევის გავლა, მაგრამ საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოყირავდა. დაცემისას მან მარცხენა ხელი დაიზიანა.

მოგვიანებით, "ლოტუს-რენოს" პრესსამსახურმა დაამშვიდა ფინელის გულშემატკივრები - დაზიანება უმნიშვნელოა. ორშაბათს რაიკონენს კიდევ ერთხელ მოუწევს სამედიცინო შემოწმების გავლა და ინციდენტი ამოწურული იქნება.

თუმცა, სანამ სამედიცინო დასკვნას გაეცნობოდა, "ლოტუს-რენოს" ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, გვარიანად ინერვიულებდა, რადგან იქ კარგად ახსოვთ ის შოკი, რომელიც გუნდმა 2011 წლის სეზონის დაწყებამდე განიცადა, როცა რალიში ტრავმა მიიღო "რენოს" ლიდერმა რობერტ კუბიცამ და ის სეზონის ბოლომდე ჩამოშორდა რბოლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა