იტალიის ჩემპიონატში "ბიელასთან" მატჩში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 34 წუთში 15 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა
ზედიზედ მეოთხედ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ იტალიის ჩემპიონატში ორმაგი დუბლი მიითვალა - იგი "ბიელასთან" მატჩშიც ასცდა 10-ქულიან ზღვარს: 34 წუთში 15 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. 13-დან 11 ასხლეტილ ბურთს იგი საკუთარ ფარზე დაეუფლა, 6-6 სამქულიანი, ორიანი და საჯარიმო ისროლა, 4-4 საჯარიმო და ორქულიანი გამოიყენა, რასაც 1 სამიანი მიამატა.

გასულ კვირასაც მოგახსენეთ, რომ ვიქტორი იტალიის უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მომხსნელი იყო. მას ყოფილ თანაგუნდელ ჯარედ ჰოუმანთან ერთად საშუალოდ 9.9 მოხსნა ჰქონდა. ბოლო ტურში ქართველმა ფორვარდმა შედეგი გააუმჯობესა და საუკეთესო მომხსნელად იქცა: მის ანგარიშზე საშუალოდ 10.2 მოხსნაა. მეორე ადგილზეა გრეგ ბრუნერი (მონტაგრანარო) - 9.6, მესამეა ლინტონ ჯონსონი (აველინო) - 9.3.

რადგან ზოგად სტატისკიკაზე ვლაპარაკობთ, აქვე უნდა გითხრათ, რომ სანიკიძე ქულებშიც ერთ-ერთი გამორჩეულია. მის ანგარიშზე საშუალოდ 14.2 ქულაა, რაც მეათე მაჩვენებელია.

ზედიზედ სამი მოგების შემდეგ ვიქტორის "ვირტუსი" სტუმრად "ბიელასთან" 78:83 დამარცხდა. სირენამდე 5 წუთით ადრე ქართველმა ფორვარდმა ორი საჯარიმო გამოიყენა და ბოლონიელთა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს იყო ყველაზე მცირე სხვაობა ბოლო წუთებზე - "ბიელამ" გადამწყვეტ მომენტში სამქულიანს საჯარიმოები მიაყოლა და 83:78 გაიმარჯვა.

9 ტურის შემდეგ "ვირტუსს" 5 მოგება და 4 წაგება აქვს, მომდევნო მატჩს 18 დეკემბერს შინ "ვენეციასთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა