"ჩიკაგო ბულზის" ლეგენდარული ვეტერანი სკოტი პიპენი ამასწინათ ჯონ ნეისმითის სახელობის საკალათბურთო დიდების დარბაზში შეიყვანეს, ხოლო მისმა ყოფილმა კლუბმა სულაც ძეგლის დადგმა დაუპირა.

"ჩიკაგო ბულზის" ლეგენდარული ვეტერანი სკოტი პიპენი ამასწინათ ჯონ ნეისმითის სახელობის საკალათბურთო დიდების დარბაზში შეიყვანეს, ხოლო მისმა ყოფილმა კლუბმა სულაც ძეგლის დადგმა დაუპირა. "ხარების" პრესრელიზში ნათქვამია, რომ სკულპტურა 2010/11 წლების სეზონის ბოლოსთვის იქნება მზად, რის შემდეგაც მას "ჩიკაგო ბულზის" საშინაო არენა United Center-ში გამოფენენ.

"სკოტი პიპენი არათუ ერთ-ერთი უდიადესი კალათბურთელია მათ შორის, ვისაც კი "ბულზის" ღირსება ოდესმე დაუცავს, არამედ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეცაა. კლუბის ისტორიაში მის მიერ შეტანილი წვლილის შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია – ამ ადამიანმა "ჩიკაგო ბულზთან" ერთად 6 საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. პატივისცემისა და მადლობის ნიშნად, მას ძეგლს დავუდგამთ, რომელიც ხალხს მისი ფანტასტიკურ კარიერას კიდევ ერთხელ გაახსენებს", - განაცხადა "ბულზის" მეთაურმა ჯერი რეინსდორფმა.

ეს კი მაიკლ ჯორდანის საუკეთესო პარტნიორის რეაქციაა: "სიტყვებით ჩემი გრძნობების აღწერა შეუძლებელია – ეს ჩემთვის წარმოუდგენელი პატივია. ამაზე სიჭაბუკეში ოცნებობენ და არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ ბავშვური ოცნება შეიძლება ოდესმე მართლაც აგისრულდეს. ძეგლებს, როგორც წესი, სახელგანთქმულ და ისტორიისთვის მნიშვნელოვან პიროვნებებს უდგამენ, ამდენად ვერც წარმოვიდგენდი, რომ მე, ერთი ჩვეულებრივი კალათბურთელი, ასეთ პატივს ვეღირსებოდი".

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა