"დილას" განახლებული ხელმძღვანელობა, მწვრთნელთა შტაბი და ფეხბურთელები გუნდის ასამდე ერთგულ ქომაგს შეხვდნენ
გორში, ალბათ, დავიწყებას მიეცემა ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის ტრადიციული წუხილი ელემენტარული პრობლემების გადაუჭრელობის გამო. აქაური ფეხბურთის მესვეურები გაცილებით მნიშვნელოვან გეგმებს არიან შეჭიდებულნი. შარშანწინ დაწყებული "დილას" მოფერიანების პროცესი არც აქამდე მიმდინარეობდა ურიგო ტემპით, მაგრამ, რაც ბოლო ხანს ხდება, გორელებს უფრო უკეთეს მომავალზე ფიქრის საფუძველს აძლევს.

შაბათს გორის სასტუმრო "ვიქტორიაში" კლუბის პრესატაშე ზურაბ კარტოზიას თაოსნობით გაიმართა "დილას" განახლებული ხელმძღვანელობის, მწვრთნელთა შტაბისა და ფეხბურთლთა შეხვედრა გუნდის ასამდე ერთგულ გულშემატკივართან. კლუბის მესვეურები ქომაგებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხეს.

კიდევ ერთხელ ითქვა, რომ კლუბს ერთობ სერიოზული პატრონი გამოუჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით და ეს, ცხადია, "დილას" გაძლიერებას წაადგება.

გუნდის განვითარების თაობაზე ქომაგებს თავისი მოსაზრება გააცნო ახალმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ.

"ჩემი ხელმძღვანელობით "დილამ" უკვე ოთხი მატჩი ჩაატარა, სასიხარულოა, რომ საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე გავედით. ახლა ძალიან ახლოს ვართ თასის მოგებასთან და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წარმატებული სათასო სვლა ბოლომდე მივიყვანოთ. ნუ იოცნებებთ ნახევარფინალში სასურველ მეტოქეზე, იქ შემთხვევით არავინ მოხვედრილა და ყველასთან გაჭირდება ბრძოლა.

პარალელურად, ჯერჯერობით ისევ რთული ვითარება გვაქვს ეროვნულ ჩემპიონატში. რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა ძალიან ძნელი იქნება, ვინაიდან იქ დაახლოებით ექვს გუნდს ადგილი უკვე თითქმის მოპოვებული აქვს. ჩვენ, ფაქტობრივად, დანარჩენი ორი პოზიციისთვის მოგვიწევს უშუალო კონკურენტებთან პაექრობა. "დილას" ფეხბურთელებზე კარგი წარმოდგენა ჩამომიყალიბდა, ვფიქრობ, მათ დიდი პოტენციალი აქვთ, თუმცა, რაც უნდა ძლიერი იყოს გუნდი, შემადგენლობის გაძლიერება მაინც არ აწყენს. ჩვენც, დასახული მიზნებიდან გამომდინარე, ზამთრის სატრანსფერო სეზონისას შევეცდებით, ყველა სათამაშო რგოლი გავაძლიეროთ. არ გამოვრიცხავ ლეგიონერების დამატებასაც", - თქვა მახარაძემ.

გულშემატკივარს ასევე წარუდგინეს მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იური გაბისკირია და ჩვენი ქვეყნის ნაკრებისა და აწ უკვე "დილას" ექიმიც დიმიტრი ზაალიშვილი. ტექნიკურ დირექტორად იმუშავებს ვანო თაყაძე, რომელსაც გორელებისთვის წარდგენა არ სჭირდება. იგი "დილაში" ჯერ თამაშობდა, შემდეგ კი მწვრთნელობდა, მისმა სამივე ვაჟმა ითამაშა "დილაში" და ერთ-ერთი, რომან ახალკაცი ახლაც წამყვანი ფიგურაა გუნდში.

სხვა საინტერესო სიახლეებზე ილაპარაკეს კლუბის პრეზიდენტმა ზურაბ დალაქიშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ხორგუაშვილმა. მათი ინფორმაციით, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე მოედნის საფარის შეცვლის სამუშაოები მცირე ნაწილია იმ სასიკეთო ცვლილებებისა, რასაც კლუბის მეპატრონენი გეგმავენ. საფარის შეცვლის და გუნდის მშობლიურ არენაზე დაბრუნების შემდეგ იქ ეტაპობრივად გაგრძელდება მუშაობა გასახდელების, საპატიო სტუმართა და პრესის ლოჟების, ტაბლოს, განათების მოსაწესრიგებლად. გარემონტდება სტადიონი "ქართლიც", სადაც ამჟამად ასპარეზობს გუნდი. მალე "დილას" კომფორტული ავტობუსი და საკუთარი ვებგვერდიც ექნება.

გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა ილაპარაკეს ქომაგობის ფორმების დახვეწასა და ფანებთან ფეხბურთელების ურთიერთობაზე. გუნდის ფანკლუბს სათავეში "დილას" ყოფილი ფეხბურთელი არჩილ ოლგესაშვილი ჩაუდგა. კლუბის ხელმძღვანელობა ფანებს დაჰპირდა, რომ სამომავლოდაც ყველაფერს გააკეთებს სტუმრად გამართულ მატჩებზე მათ დასასწრებად.

დარჩენილი პრინციპული მატჩებისთვის მოსამზადებლად "დილა" შეკრებას სასტუმრო "ვიქტორიაში" გადის. ცნობილი გახდა, რომ ზამთრის შესვენებისას გუნდს შეკრებებს მოუწყობენ ჯერ საქართველოში, შემდეგ კი უცხოეთში.

დაგვეთანხმებით, "დილას" გამართულ, თანამედროვე და წამყვან ქართულ საფეხბურთო კლუბების რიგში ჩადგომა არა მხოლოდ გორელებს გაახარებს. კიდევ ერთი ძლიერი კლუბის გამოჩენა ჩვენს ფეხბურთში ყველასთვის სასურველი ამბავია.

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mesi
წესით უნდა აფინანსებდეს სპორტის სამინისტრო ყველა გუნდას და კერზო მფლობელებს უნდა ქონდეს დიდი შეღავათები რომ ფული ჩადონ ფეხბურთში-რაც არცერთი ჩვენთან არ ხდება!
leo
ევროპის ბევრი კლუბი ფინანსდება მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დღეს ქართულ ფეხბურთში ოღონდ რაიმე ფორმით ვინმემ ჩადოს ფული და სახელმწიფო იქნება თუ კერძო ბიზნესი არამგონია დიდი მნიშვნელობაჰქონდეს, არამგონია ვინმესთვის ცუდი იყოს ეს. შსსმ და არმიამ ნახეთ რა გუნდები ჩამოაყალიბეს სხვადასხვა სპორტებში და ევროარენაზეც გამოჩნდნენ, ხოდა ძალიანაც კარგია... წინ დილაააა!
daviti
ვის უნდა ეწყინოს კიდევ ართი კონკურენტუნარიანი საფეხბურთო კლუბის გამოჩენა,მაგრამ ერთი ამიხსენით,ზესტაფონის,ტორპედოს,გაგრას,ვიტჯორჯიას,დინამოს და სხვა კლუბების კერძო მფლობელები,ხარჯავენ საკუთარ, საკმაოდ დიდ თაქნხებს კლუბის შენახვა-განვითარებისთვის,ასევე კეთილსინდისიერად იხდიან გადასახადებს ბიუჯეტში,ამ გადახდილი ფულის დიდ ნაწილი მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროში,აქედან კი ფინანსდება ამ კლუბების კონკურენტი,რამდენად სამართლიანია ეს?რატომ უნდა უფინანსებდეს ბიუჯეტიდან სახელმწიფო ამ კლუბებს კონკურენტს?დომენტი რომ მოგვძღვრავს აქ,ევროპისკენ მივდივართო და ევროპულად განვითარებას ვაწვებითო,სადმე გაუგია განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში საფეხბურთო გუნდს პოლიცია აფინანსებდეს?ასეთი ხდებოდა საბჭოთა კავშირში და ხდება რუსეთში დღეს.ამ კითხვას ბატონო ვასილ თქვენც უნდა სვამდეთ ჟურნალისტები.ისე,სახელმწიფოს თუ მართლა უნდა ფეხბურთის და საერთოდ სპორტის განვითარებაში აკტიური მონაწილეობა,ამის ნორმალური ფორმებიც არსებობს.მაგალითად,კვიპროსში,სახელმწიფოს დახმარებით ფეხბურთის განვითარების მაგალითის მოყვანა სეიძლება.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა