მოლდოვური "სფინტულ გეორგედან" წამოსული 19 წლის ნახევრამცველი კარიერას ლიტვის ჩემპიონატში გააგრძელებს
დავით კაკულია კარიერას ლიტვაში გააგრძელებს. წლეულს 19 წლის ნახევრამცველი მოლდოვის ჩემპიონატში "სფინტულ გეორგეში" თამაშობდა, მაგრამ ზაფხულში კონტრაქტი გაწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა.

ერთი ხანობა დათო ფოთის "კოლხეთში" ვარჯიშობდა, მაგრამ მიზეზთა გამო კლუბში დარჩენა არ ისურვა. ივარჯიშა, მაგრამ ასევე არ დარჩა "გაგრაშიც", რადგან თვალი მაინც უცხოეთზე ეჭირა და შეთავაზებაც მიიღო - კაკულიათი ლიტვური "სუდუვა" დაინტერესდა და სამწლიანი კონტრაქტიც გაუფორმა.

"სუდუვამ" ლიტვის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და მომავალ წელს ევროპის ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. როდესაც მის შემადგენლობას გადავხედეთ, ცოტა უცნაურად გვეჩვენა, რომ კლუბში ექვსიდან სამი ლეგიონერი ჩინელი იყო.

ახლახან ბრესტის "დინამოდან" წამოსულ ზაზა ჭელიძესთან ერთად თბილისში მისი მეგობარი, ლიტვური "კაუნასის" მეკარე ჟიუგას ბარტკუსი იმყოფებოდა. მისი თქმით, ლიტვაში ადრე ბევრი ქართველი თამაშობდა, ახლა კი ორნი თუ სამნიღა დარჩნენ, რადგან ბალტიისპირეთშიც სერიოზული ფინანსური პრობლემებია.

"არ მიკვირს, ქართველები რომ აღარ ჩამოდიან. ახლა ლიტვურ საკლუბო ფეხბურთს ძალიან გაუჭირდა და თავად ლიტველები ვცდილობთ ქვეყნიდან სხვაგან წასვლას.

არადა, იყო დრო, ჩვენთან კარგი ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ. მაგალითად, ჩემს ამჟამინდელ კლუბში გია კვარაცხელია, ნუკრი მანჩხავა და აკაკი ხუბუტია თამაშობდნენ. თუმცა კრიზისი ყველა კლუბს არ შეხებია, მათ შორის, არც "სუდუვას" და ვფიქრობ, ახალგაზრდა ქართველისთვის იქ თამაში ურიგო არ უნდა იყოს" - ამბობს ბრატკუსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა