<p>"იუვენტუსის" ნახევარმცველი დიეგუ რიბაშ და კუნია, ან უბრალოდ – დიეგუ, კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს.</p><p><br> "იუვენტუსის" ნახევარმცველი დიეგუ რიბაშ და კუნია, ან უბრალოდ – დიეგუ, კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს. ეს ფეხბურთელი ზუსტად ერთი წლის წინათ გადავიდა "იუვეში". ტურინულმა გიგანტმა ბრემენის "ვერდერს" ბრაზილიელ პლეიმეიკერში 24 მილიონი ევრო გადაუხადა, მაგრამ 25 წლის დიეგუმ თანდათანობით ჩვეული ფორმა დაკარგა და სერია A-ში რიხიანად დაწყებული სეზონი უსახელოდ დაასრულა. ფეხბურთელი ამბობდა, იტალიას ვერ შევეჩვიე და გერმანიაში დაბრუნება მსურსო. ჰოდა, სურვილი აუსრულდა კიდეც...</p><p>გუშინ ტურინში დიეგუმ სამედიცინო შემოწმობა გაიარა და დღეს-ხვალ კონტრაქტსაც გააფორმებს. "ვოლფსბურგთან" ხელშეკრულება 4-წლიანი იქნება, ხოლო "მგლები" "ბებერ ქალბატონს" 15 მილიონ ევროს გადაუხდიან. ამის გარდა, "იუვე" გერმანული კლუბისგან დამატებით 2 მილიონსაც მიიღებს, ოღონდაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ვოლფსბურგი" მიმდინარე ბუნდესლიგურ სეზონს საჩემპიონთალიგო ადგილზე დაასრულებს.</p>
რატომ არ შედგა "ბაიერნში" ოსიმენის ტრანსფერი?
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო