პეკინში მსოფლიო ინტელექტუალური თამაშების პროგრამით გუშინ მოჭადრაკეთა ბლიცტურნირი დამთავრდა
პეკინში მსოფლიო ინტელექტუალური თამაშების პროგრამით გუშინ მოჭადრაკეთა ბლიცტურნირი (პარტიისთვის 3 წუთს + 2 წამი თითოეული სვლისთვის) დამთავრდა.

პირველი დღის რვატურიანი მარათონის შემდეგ ქართველი დიდოსტატი, ნანა ძაგნიძე 4,5 ქულით მეექვსე ადგილზე იყო. დარჩენილ შვიდ ტურში ჩვენებურმა სამი პარტია მოიგო (დაამარცხა ორ-ორგზის ევროპის ჩემპიონები - უკრაინელი კატერინა ლახნო და შვედი პია კრამლინგი, ასევე ამერიკელი ანა ზატონსკიხი), ამდენივე შეხვედრა ყაიმით დაამთავრა (ჩინელ ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანთან, სლოვენიელ ანა მუზიჩუკთან და ინდოელ ჰარიკა დრონავალისთან) და მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა დათმო, საბოლოოდ 9 ქულა მოაგროვა და მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილები გაიყო.

15 შესაძლებლობიდან (შეჯიბრებაში 15 ქვეყნის 16 დიდოსტატი ქალბატონი მონაწილეობს) 11,5 ქულით პირველი ადგილი ჰოუ იფანმა დაიკავა. 9,5-9,5 ქულით მეორე-მესამე ადგილები მსოფლიოს ჩემპიონმა ანტოანეტა სტეფანოვამ (ბულგარეთი) და ანა მუზიჩუკმა (სლოვენია) გაინაწილეს.

ვაჟებში საპრიზო ადგილებზე გავიდნენ: 1. მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 12), 2. ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 10,5), 3. შაჰრიარ მამიმედიაროვი (აზერბაიჯანი, 10 ქულა).

შეჯიბრების მონაწილეები დღეიდან დაფაზე დაუხედავად (20 წუთი + 20 წამი) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სულ შვეიცარიული სისტემით 7 ტური გათამაშდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა