ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპის სტატისტიკა: არგენტინელი ფეხბურთელი ფანებმაც აღიარეს და ექსპერტებმაც
იცით თუ არა, რომ "რეალის" ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგაზე ხოსე კალეხონია? ხოლო "ბარსელონაში" ასისტენთა შორის ისააკ კვენკა ლიდერობს? ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის კენჭისყრამდე ერთი დღეღა რჩება. ვფიქრობთ, დროა, ჯგუფური ეტაპის სტატისტიკური შეჯამება წარმოგიდგინოთ...

ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში ორი ფეხბურთელი დაწინაურდა, "ბაიერნის" ცენტრფორვარდი მარიო გომესი და "ბარსას" სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი - 6-6 გოლით.

შეხედეთ ბომბარდირთა სიას, პორტუელი ჰალკის გარდა ბრძოლას ყველა აგრძელებს. 24 წლის გარემარბ ხოსე კალეხონს ვერაფრით ჩავთვლით "რეალის" სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად, თუმცა ლიგაზე 4 გოლი გაიტანა, რისთვისაც 187 წუთი (გოლი ყოველ 46,7 წუთში) ეყო.

შედარებისთვის, გომესს საშუალოდ ყოველ 64,6 წუთში ერთხელ გააქვს, მესის - ყოველ 75 წუთში ერთხელ. შანსი იშვიათად ეძლევა "ჩელსის" დიდიე დროგბასაც, თუმცა ვეტერანს (აფრიკელი 33 წლისაა) ყოველ 56 წუთში ერთხელ გააქვს (სულ 3 გოლი). ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგი (2 გოლი და მეტი ვისაც გაუტანია) "ნაპოლის" 22 წლის არგენტინელ მცველ ფედერიკო ფერნანდესს აქვს - 45,5 წუთში ერთი გოლი.

საგოლე პასებში ყველას "ბენფიკას" არგენტინელმა ნახევარმცველმა ნიკოლას გაიტანმა აჯობა - 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაა. სწორედ ამიტომაც გაიზარდა ამ ფეხბურთელზე მოთხოვნა მთელ ევროპაში, იანვარში გრანდები მასზე ნადირობას გამოაცხადებენ. დიდი ხანი არაა, რაც საფეხბურთო სამყარომ 20 წლის ისააკ კვენკა გაიცნო, "ბარსას" გარემარბმა 3 საგოლე პასი 182 წუთში მოასწრო (60,6 წუთში ერთხელ). შევადაროთ გაიტანის მონაცემს - 99,4 წუთში ერთი პასი.

გოლი+პასი სისტემას "არასაფეხბურთო" კრიტერიუმად მიიჩნევენ, თუმცა რატომაც არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც გოლის გატანაც შეუძლიათ და შექმნაც? ვფიქრობთ, ამ ნომინაციაში ლიდერობა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელობაზე სერიოზული განაცხადია.

ჩვენი სიტყვების დასტურად გეტყვით, რომ წლევანდელ ლიგაში ლეო მესი (9 ქულა) და ქარიმ ბენზემა (8) ლიდერობენ, მართლაც საუკეთესოები ამ გათამაშებაში. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, ამ მაჩვენებლის მიხედვით ვრწმუნდებით, რომ ფერნანდო ტორესის კრიზისზე ლაპარაკი ცოტა გადამეტებულია - "ელ ნინიოს" 2 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.

სხვა ინდივიდუალურ სტატისტიკას ცხრილებში გაეცანით. მოკლედ კი ასე ვიტყვით - ჯგუფური ეტაპის კარგი ფეხბურთელი მესივით ზუსტია (17 დარტყმა) და ფრანკ რიბერივით ტექნიკური და აქტიური (23 ჯარიმა მასზე). ჯგუფური ეტაპის ცუდი ფეხბურთელი კი "პორტუს" ჰალკივით აცილებს (23 აცილება), ბაფეტიმბი გომისივით ხშირად ხვდება თამაშგარეში (12) და დიდიე ზოკორასავით (21 ჯარიმა) უხეშია.

ინდივიდუალური სტატისტიკა

ბომბარდირები

გოლი ფეხბურთელი გუნდი წუთი

6 მარიო გომესი ბაიერნი 388

6 ლიონელ მესი ბარსელონა 450

5 სეიდუ დუმბია ცსკა 430

5 ალექსანდერ ფრაი ბაზელი 431

5 ბაფეტიმბი გომისი ლიონი 483

5 რობერტო სოლდადო ვალენსია 515

4 ხოსე კალეხონი რეალი 187

4 პედრო როდრიგესი ბარსელონა 349

4 ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანი 360

4 ქარიმ ბენზემა რეალი 444

4 ედინსონ კავანი ნაპოლი 491

4 ჰალკი პორტუ 528

ასისტენტები

პასი ფეხბურთელი გუნდი წუთი

5 ნიკოლას გაიტანი ბენფიკა 497

4 ქარიმ ბენზემა რეალი 444

3 ისააკ კვენკა ბარსელონა 182

3 ფერნანდო ტორესი ჩელსი 354

3 ალი სისოხო ლიონი 450

3 ლიონელ მესი ბარსელონა 450

3 ესეკილ ლავეცი ნაპოლი 506

3 ვაგნერ ლავი ცსკა 540

გოლი + პასი

ქულა ფეხბურთელი გუნდი ფორმ.

9 ლიონელ მესი ბარსელონა 6+3

8 ქარიმ ბენზემა რეალი 4+4

6 მარიო გომესი ბაიერნი 6+0

6 რობერტო სოლდადო ვალენსია 5+1

5 სეიდუ დუმბია ცსკა 5+0

5 ალექსანდერ ფრაი ბაზელი 5+0

5 ბაფეტიმბი გომისი ლიონი 5+0

5 ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანი 4+1

5 ჰალკი პორტუ 4+1

5 კრიშტიანო რონალდო რეალი 3+2

5 ჟონასი ვალენსია 3+2

5 ფერნანდო ტორესი ჩელსი 2+3

5 ნიკოლას გაიტანი ბენფიკა 0+5

ზუსტი დარტყმა

დარ. ფეხბურთელი გუნდი წუთი

17 ლიონელ მესი ბარსელონა 450

16 ჰალკი პორტუ 528

12 კრიშტიანო რონალდო რეალი 360

12 ქარიიმ ბენზემა რეალი 444

10 ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანი 360

10 მაურო სარატე ინტერი 373

10 მარიო გომესი ბაიერნი 388

არაზუსტი დარტყმა

დარ. ფეხბურთი გუნდი წუთი

23 ჰალკი პორტუ 528

19 ლიონელ მესი ბარსელონა 450

14 ალექსანდრ ბუხაროვი ზენიტი 247

11 ალექსანდრ კერჟაკოვი ზენიტი 180

11 ქარიმ ბენზემა რეალი 444

11 რენან ბრესანი ბატე 488

10 ჯიმი ბრიანი ლიონი 535

თამაშგარე მდგომარეობა

თმშგ. ფეხბურთელი გუნდი წუთი

12 ბაფეტიმბი გომისი ლიონი 483

10 ბურაკ ილმაზი ტრაბზონი 270

9 რობინ ვან პერსი არსენალი 313

9 დიეგო მილიტო ინტერი 400

8 მარკო შტრელერი ბაზელი 441

8 კევინ მირალიაში ოლიმპიაკოსი 525

ჯარიმა (მათზე)

ჯარ. ფეხბურთელი გუნდი წუთი

23 ფრანკ რიბერი ბაიერნი 431

21 ჯერდან შაჩირი ბაზელი 352

19 ანტონიო ნოჩერინო მილანი 418

19 სამირი დინამო 490

19 კევინ მირალიაში ოლიმპიაკოსი 525

18 ედენ აზარი ლილი 540

ჯარიმა

ჯარ. ფეხბურთელი გუნდი წუთი

21 დიდიე ზოკორა ტრაბზონი 540

19 შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 443

16 ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანი 360

16 ეიონ ენო აიაქსი 399

16 იერკო ლეკო დინამო 432

16 მარკო შტრელერი ბაზელი 441

16 მატიო დებიუში ლილი 540

16 ალუ დიარა მარსელი 540

გაფრთხილება

ბარ. ფეხბურთელი გუნდი წუთი

4 ბენიამინ ჰუგელი ბაზელი 306

4 იერკო ლეკო დინამო 432

21 ფეხბურთელი 3-3 გაფრთხილება

გაძევება

1-1 18 ფეხბურთელი

გუნდური სტატისტიკა

გოლები

გოლი გუნდი საშ.

20 ბარსელონა 3,33

19 რეალი 3,17

13 ჩელსი 2,17

12 ვალენსია 2

გოლები (გაშვებული)

გოლი გუნდი საშ.

2 რეალი 0,33

4 მარსელი 0,67

4 ჩელსი 0,67

4 ბენფიკა 0,67

4 ბარსელონა 0,67

დარტყმა (ზუსტი)

დარ. გუნდი საშ.

56 რეალი 9,33

53 ჩელსი 8,83

50 ბარსელონა 8,33

47 ვალენსია 7,83

43 ბაიერნი 7,17

42 პორტუ 7

დარტყმა (არაზუსტი)

დარ. გუნდი საშ.

57 ბარსელონა 9,5

54 პორტუ 9

53 ზენიტი 8,83

44 ლილი 7,33

კუთხური

კუთ. გუნდი საშ.

53 ლილი 8,83

45 აიაქსი 7,5

42 პორტუ 7

42 შახტარი 7

41 ბარსელონა 6,83

ბურთის ფლობა

% გუნდი

68 ბარსელონა

60 ვალენსია

59 მანჩ. იუნაიტედი

57 მანჩ. სიტი

56 მარსელი

56 ბაიერნი

56 ლილი

ჯარიმა (მათზე)

ჯარ. გუნდი საშ.

99 ნაპოლი 16,5

92 ბაიერნი 15,33

92 შახტარი 15,33

92 ზენიტი 15,33

ჯარიმა

ჯარ. გუნდი საშ.

107 ოცელული 17,83

101 ბენფიკა 16,83

101 პორტუ 16,83

98 ბაიერნი 16,33

გაფრთხილება

ბარ. გუნდი საშ.

20 ვილიარეალი 3,33

19 აპოელ 3,17

19 პორტუ 3,17

18 დინამო 3

გაძევება

ბარ. გუნდი საშ.

2 მარსელი 0,33

2 ოცელული 0,33

2 შახტარი 0,33

სამატჩო სტატისტიკა

ყველაზე მეტი გოლი: 8 (დინამო-ლიონი 1:7; რეალი-დინამო 6:2)

ყველაზე მეტი დარტყმა: 21 (ვალენსია-გენკი)

ყველაზე მეტი აცილება: 22 (სიტი-ნაპოლი)

ყველაზე მეტი კუთხური: 19 (ვილიარეალი-ნაპოლი)

ყველაზე მეტი თამაშგარე: 12 (ტრაბზონი-ცსკა)

ყველაზე მეტი ჯარიმა: 45 (პორტუ-აპოელ)

ყველაზე მეტი გაფრთხილება: 11 (პორტუ-აპოელ)

პოკერი: ბაფეტიმბი გომისი (დინამო-ლიონი)

ჰეთ თრიკი: მარიო გომესი (ბაიერნი-ნაპოლი), ლიონელ მესი (ვიქტორია-ბარსელონა), რობერტო სოლდადო (ვალენსია-გენკი)

"რეალმა" 6 ტურიდან მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

ლიგაზე 854-მა ფეხბურთელმა ითამაშა. აქედან 86 ესპანეთის მოქალაქეა, 69 - საფრანგეთის, 65 - ბრაზილიის. შემდეგ მოდიან: გერმანია (49 ფეხბურთელი), არგენტინა (44), იტალია (42), რუსეთი (35), ინგლისი (34), ჩეხეთი (30). სამწუხაროდ, ამხელა ჩამონათვალში (72 ქვეყანა) ერთი ქართველიც არაა.

ყველაზე ხშირად გამოიყენეს 4-2-3-1 ტაქტიკური სქემა - 82-ჯერ, შემდეგ მოდის 4-1-4-1 - 24-ჯერ და 4-4-2 - 23-ჯერ.

ყველაზე მეტი მაყურებელი ესწრება "მანჩესტერ იუნაიტედის" საშინაო მატჩებს - 74 278 საშუალოდ, შემდეგ: "მილანი" - 70 608, "რეალი" - 69 578, "ბარსელონა" - 67 203, "ბაიერნი" - 66 000. საშუალოდ მხოლოდ 13 552 ადამიანი დადიოდა "ოცელულის" მატჩებზე. ლიგის საშუალო მაჩვენებელი 38 565 მაყურებელია.

ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი ფეხბურთელი გამოიყენა "ბარსელონამ" - 30, ყველაზე ნაკლები - "ზენიტმა" - 17.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 25,7 წელია. ყველაზე "ხანდაზმული" "ზენიტია" - 28,2 წელი, ახალგაზრდული - "აიაქსი" 22,4.

შეფასებები

ტოპ ფეხბურთელები (უეფას ექსპერტები)

შეფ. ფეხბურთელი გუნდი თამაში

8,7 ლიონელ მესი ბარსელონა 5

7,5 დიდიე დროგბა ჩელსი 2

7,4 ქარიმ ბენზემა რეალი 6

7,4 კაკა რეალი 3

7,4 ფრანკ რიბერი ბაიერნი 5

7,3 მესუთ იოზილი რეალი 5

7,3 ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანი 4

7,2 ალეშანდრე პატო მილანი 3

7,2 დავიდ ვილია ბარსელონა 4

7,2 ტონი კროოსი ბაიერნი 5

7,2 ანდრეს ინიესტა ბარსელონა 2

7,1 კრიშტიანო რონალდო რეალი 4

7,1 მარკო შტრელერი ბაზელი 5

7,0 ედენ აზარი ლილი 6

7,0 ალექს ჩემბერლენი არსენალი 2

7,0 ნიკოლას გაიტანი ბენფიკა 6

7,0 ჩავი ერნანდესი ბარსელონა 4

7,0 ჰალკი პორტუ 6

შენიშვნა: მხოლოდ 2 და მეტი მატჩი ვისაც აქვს ნათამაშები

ტოპ ფეხბურთელები (ფანები)

შეფ. ფეხბურთელი გუნდი თამაში

8,4 ლიონელ მესი ბარსელონა 5

7,9 დენი უელბეკი იუნაიტედი 2

7,8 ფრანკ რიბერი ბაიერნი 5

7,7 მარიო გომესი ბაიერნი 5

7,7 კრიშტიანო რონალდო რეალი 4

7,7 ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანი 4

7,6 დიდიე დროგბა ჩელსი 2

7,5 ტონი კროოსი ბაიერნი 5

7,5 ჩავი ერნანდესი ბარსელონა 4

7,5 მესუთ იოზილი რეალი 5

7,3 კაკა რეალი 3

7,3 ქარიმ ბენზემა რეალი 6

7,2 იკერ კასილიასი რეალი 4

7,2 ჩაბი ალონსო რეალი 6

7,2 მანუელ ნოიერი ბაიერნი 5

7,2 უეინ რუნი იუნაიტედი 4

7,2 ანდრეს ინიესტა ბარსელონა 2

შენიშვნა: მხოლოდ 2 და მეტი მატჩი ვისაც აქვს ნათამაშები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოსიმენის რეკორდი - ის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
[VIDEO] კურტუას გმირობები საკმარისი არ აღმოჩნდა - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "რეალი" დაამარცხა
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ