გერმანიაში არ წყდებოდა საუბრები იმის შესახებ, რომ "შალკემ" ლუკას პოდოლსკის გადაბირება მოისურვა
გერმანიაში არ წყდებოდა საუბრები იმის შესახებ, რომ "შალკემ" ლუკას პოდოლსკის გადაბირება მოისურვა.

ეს თემა სამშაბათს საღამოსაც გახდა დისკუსიის საგანი, რადგან გუშინწინ "კიოლნი" გადადებულ მატჩში "მაინცს" შეხვდა, შეხვედრა ფრედ 1:1 დამთავრდა, "კიოლნიდან" კი გოლი ისევ პოლდიმ გაიტანა და "თხები" საშინაო მარცხისგან იხსნა - ეს მისთვის სარეკორდო, მე-14 გოლი გახლდათ ამ სეზონში. მატჩის შემდეგ ლუკასმა ჟურნალისტებთან საუბრისას სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა.

"ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ბუნდესლიგის სხვა კლუბში გადავიდე. მეტიც: ეს ფაქტობრივად გამორიცხულია. არ მინდა, ვუღალატო გუნდს, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მომცა და გარდა ამისა, ჩემი კარიერის ყველაზე რთულ პერიოდში ხელმეორედ შემიფარა. ასე რომ, თუ "კიოლნიდან" წავალ, ალბათ მხოლოდ უცხოეთში გადავალ," - თქვა ლუკასმა.

პოდოლსკის "თხებთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული და კიოლნელებს ზამთარში მასთან ახალი ხელშეკრულების დადება სურთ. თუ ეს არ მოხერხდა, "კიოლნი" იძულებული გახდება, თავისი ლიდერი ზაფხულში გაყიდოს, რადგან ასეთ შემთხვევაში 2013 წელს პოდოლსკი უფასო გახდება.

"დასამალი არაფერია, ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს, გადაწყვეტილების მიღებას კი არ ვჩქარობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდეს," - აცხადებს 26 წლის თავდამსხმელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე