საფრანგეთის ნაკრები ევრო-2012-ის შესარჩევ კამპანიას 3 სექტემბერს "სტად დე ფრანსზე" ბელარუსების მასპინძლობით გახსნის, ხოლო 7-ში ლორან ბლანის გუნდი სარაევოში ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

საფრანგეთის ნაკრები ევრო-2012-ის შესარჩევ კამპანიას 3 სექტემბერს "სტად დე ფრანსზე" ბელარუსების მასპინძლობით გახსნის, ხოლო 7-ში ლორან ბლანის გუნდი სარაევოში ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ამ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად "მამლების" მთავარმა მწვრთნელმა 20 ფეხბურთელს უხმო და მის რჩეულთა შორის "ბარსელონას" მცველი ერიკ აბიდალი და "ტოტენჰემის" ახალწვეული ვილიამ გალასი არ არიან.

ალბათ გახსოვთ, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი პატრის ევრა დასაჯა, "ბაიერნის" ლიდერი ფრანკ რიბერი ნაკრებიდან სამი მატჩით მოკვეთა, ხოლო "ლიონის" ნახევარმცველი ჟერემი ტულალანი ერთ თამაშს გამოტოვებს. რაც შეეხება ნიკოლა ანელკას, "ჩელსის" ფორვარდმა ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარი სკანდალის შემდეგ გააკეთა, რასაც ფრანგული ფეხბურთის მამებმა 18-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაურთეს.

"იმედია, ჟურნალისტებთან იმ ფეხბურთელებზე მომიწევს საუბარი, რომლებიც ნაკრებში არიან და არა იმათზე, ვინც მასში ვერ მოხვდნენ", - თქვა ბლანმა რჩეული ოცეულის გამოცხადებისას.

მეკარეები: სედრიკ კარასო ("ბორდო"), იუგო ლიორისი ("ლიონი"), სტივ მანდანდა ("მარსელი");

მცველები: გაელ კლიში ("არსენალი", ინგლისი), ფილიპ მეგზესი ("რომა", იტალია), ადილ რამი ("ლილი"), მამადუ საკო ("პარი სენ-ჟერმენი"), ბენუა ტრემულენა ("ბორდო");

ნახევარმცველები: აბუ დიაბი ("არსენალი", ლონდონი), ალუ დიარა ("ბორდო"), ლასანა დიარა ("რეალი", ესპანეთი), ფლორან მალუდა ("ჩელსი", ინგლისი), ჟერემი მენეზი ("რომა", იტალია), იან მ"ვილა ("რენი"), მატიე ვალბუენა ("მარსელი");

თავდამსხმელი: ქარიმ ბენზემა ("რეალი", ესპანეთი), კევინ გამეირო ("ლორიანი"), ლოიკ რემი ("მარსელი"), გიიომ ოარო ("პარი სენ-ჟერმენი"), ლუი საა ("ევერტონი", ინგლისი).

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა