ამერიკელი მოკრივეების, ბერნარდ ჰოპკინსისა (მეტსახელად "ჯალათი") და ჩედ დოუსონის საჩემპიონო ორთაბრძოლა გაუქმებულად გამოაცხადეს
ამერიკელი მოკრივეების, ბერნარდ ჰოპკინსისა (მეტსახელად "ჯალათი") და ჩედ დოუსონის საჩემპიონო ორთაბრძოლა, რომელიც 15 ოქტომბერს ლოს ანჯელესში ჩატარდა, გაუქმებულად გამოაცხადეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გუშინ კალიფორნიის შტატის ათლეტურმა კომისიამ.

ის ბრძოლა მეორე რაუნდში დასრულდა. დოუსონთან შეჯახების შემდეგ ჰოპკინსი რინგზე დაეცა, მხარის ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. რეფერიმ დოუსონს ტექნიკური ნოკაუტი ჩაუთვალა.

ჰოპკინსი ამ ჩხუბში 79-კილოგრამამდე კატეგორიაში WBC-ის ტიტულს იცავდა. ბრძოლის შემდეგ მან საბოლოო შედეგი გააპროტესტა და მალე WBC-მ შეცვალა მსაჯების გადაწყვეტილება - ტექნიკური ფრე დააფიქსირა.

ათლეტური კომისიის წევრებმა ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ბრძოლა არშემდგარად გამოაცხადეს. ასე რომ, 46 წლის ჰოპკინსმა შეინარჩუნა WBC-ის ტიტული. ის პროფესიული კრივის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონია.

ჰოპკინსმა ამ გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა. მოკრივის თქმით, ის მალე დაასრულებს მხარის ტრავმის მკურნალობას და ვარჯიშებს განაახლებს. შემდეგი ბრძოლის გამართვას ამერიკელი 2012 წლის დასაწყისში აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა