პეკინში მსოფლიო ინტელექტუალური თამაშების პროგრამით მოჭადრაკეთა ტურნირი გრძელდება
პეკინში გრძელდება მსოფლიო ინტელექტუალური თამაშების პროგრამით მოჭადრაკეთა ტურნირი.

დიდოსტატებმა ორთაბრძოლები ბლიცსა და სწრაფ ჭადრაკში მოილიეს. ახლა ისინი დაფაზე დაუხედავად უპირისპირდებიან ერთმანეთს (თითოეული პარტიისთვის 20 წუთს + 20 წამი).

16-16 ქალ-ვაჟს შორის უძლიერესს შვეიცარული სისტემით 7 ტურად გამართული პაექრობები გამოავლენს. გუშინ, ორი ტურის ორთაბრძოლები გაიმართა. კარგი სტარტი აიღო საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა ნანა ძაგნიძემ: პირველი პარტია მან ელმირა სკრიპჩენკოს (საფრანგეთი) მოუგო, მეორეში ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი) სძლია და 2 ქულით დაწინაურდა.

ქართველ დიდოსტატს ნახევარ-ნახევარი ქულით ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), ელინა დანიელიანი (სომხეთი) და ძიუ ვენძიუნი (ჩინეთი) ჩამორჩებიან. 8 მოჭადრაკეს თითო ქულა აქვს. მე-3 ტურში ძაგნიძე თეთრებით ვენძიუნს ეთამაშება. ასევე, ინტერესს იწვევს ჩმილიტე - დანიელიანის, სკრიპჩენკო - სტეფანოვას, კოსტენიუკ - დრონავალის, ჰოუ იფან - კრამლინგის შეხვედრები.

ვაჟებში 2 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) მეწინავეობს. პეტერ ნიელსენმა (დანია), პერეს დომინგესმა (კუბა), შაჰრიარ მამედიაროვმა (აზერბაიჯანი), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა (საფრანგეთი), რუსლან პონომარიოვმა (უკრაინა) და ვუგარ გაშიმოვმა (აზერბაიჯანი) 1.5-1,5 ქულა მოაგროვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა