რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ოპტიმისტური განწყობით ხვდება ამერიკის ღია პირველობას, რომელიც 30 აგვისტოს "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე აიღებს სტარტს.

რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ოპტიმისტური განწყობით ხვდება ამერიკის ღია პირველობას, რომელიც 30 აგვისტოს "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე აიღებს სტარტს. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ნიუ იორკში მე-14 ნომრად იქნება განთესილი.

"მოხარული ვარ, რომ ისევ მომიწევს ამ შესანიშნავ ტურნირში გამოსვლა, - წერს საკუთარ ვებგვერდზე შარაპოვა. - ამერიკის ღია პირველობასთან, როგორც სასიამოვნო, ასევე ნაღვლიანი მოგონებები მაკავშირებს. ძალიან მძიმე იყო ზედიზედ ორჯერ ამ ტურნირის გამოტოვება. შარშან აქ არც ისე წარმატებული დაბრუნება მქონდა, მაგრამ იმედია, წელს ყველაფერი სხვანაირად იქნება. აშშ-ის ჩემპიონატი - ყოველთვის ნამდვილი "საგიჟეთია", თავისი დაძაბული ბრძოლებითა და შუაღამის მატჩებით. მინდა აქ ჩემი საუკეთესო ჩოგბურთი ვაჩვენო და გავიმარჯვო".

23 წლის შარაპოვას ამერიკის ღია პირველობა 2006 წელს აქვს მოგებული. შარშან რუსმა "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე მესამე წრეში წააგო ადგილობრივ ჩოგბურთელ მელანი ოუდინთან.

გუშინ, მარია ამერიკელი გულშემატკვირების წინაშე წარსდგა და იმ კაბის პრეზენტაცია მოაწყო, რომელითაც "დიდი სლემის" ბოლო ტურნირზე ითამაშებს. როგორც ყოველთვის, მისი სპორტული ფორმა კომპანია "ნაიკის" მიერ არის შეკერილი. დღის მატჩებში მარია მწვანე კაბით ითამაშებს, საღამოს სესიაზე კი მუქი იასამნისფერი კაბით ვიხილავთ. გარდა ამისა, შარაპოვას ტრადიციულად Tiffany-ის ბრილიანტებით გაწყობილი საყურე დაამშვენებს.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც რუს ჩოგბურთელს უკავშირდება. ამ დღეებში შარაპოვა სავაჭრო მარკა "ევიანის" სახე გახდა. ამ კომპანიის სლოგანია - "იცხოვრე, როგორც ბავშვი". რუსმა მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში. მას ჩააცვეს მაისურა, რომელზეც ახალდაბადებული ჩვილი იყო გამოსახული.

"მაისურის იდეა ძალიან მომეწონა. ეს აქცია მოგვიწოდებს ყოველთვის ახალგაზრდებად დავრჩეთ. გარდა ამისა, ამ მარკის მინერალური წყლის მუდმივი მომხმარებელი ვარ, ამიტომაც გადავწყვიტე ამ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობის მიღება", - განაცხადა რუსმა ჩოგბურთელმა.

ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა