კვირის ფრაზები

მოგეხსენებათ, გასულ შაბათს მადრიდის "რეალმა" "ელ კლასიკოში" "ბარსელონასთან" კიდევ ერთი მარცხი იწვნია (1:3), თუმცა "სამეფო კლუბის" თავკაცი ჟოზე მოურინიო იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, ჩვენ მაინც "ბარსაზე" ძლიერნი ვართო: "მე კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით.

სადაც არ ვთამაშობთ, ყველა ტურნირზე სტაბილურობას ვინარჩუნებთ - ასევე ვთამაშობთ ესპანეთის ჩემპიონატშიც, სადაც წამოგვეწია ჩემპიონი, თუმცა მაინც მივიჩნევ, რომ "ბარსელონაზე" ძლიერნი ვართ".

უსამართლო რეზულტატი

დორტმუნდის "ბორუსიას" მცველი მატს ჰუმელსი მიიჩნევს, რომ ბუნდესლიგის მე-16 ტურში "კაიზერსლაუტერნთან" ნათამაშები ფრე (1:1) უსამართლო შედეგია. "ბილდთან" საუბრისას ჰუმელსი შემდეგს ამბობს: "შედეგისთვის სამართლიანად წოდება არასწორი საქციელი იქნება.

ძალზე საკვირველია, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი ქულა ჩავიწერეთ აქტივში იმ დროს, როცა ოთხჯერ მოვარტყით მეტოქის კარის ძელს ბურთი.

დიახ, გეთანხმებით იმაში, რომ გუნდმა თავისი ფეხბურთი ვერ აჩვენა, მაგრამ ასეთი თამაშითაც ერთი თავით მაღლა ვიყავით მეტოქეზე - ძალიან საწყენია, რომ იმ მომენტების გამოყენება ვერ მოვახერხეთ".

არ მესმის, რატომ ვარ სკამზე

ფრენკ ლემპარდმა "მანჩესტერ სიტისთან" გადამწყვეტი პენალტი კი შეაგდო და მოაგებინა კიდეც "ჩელსის" უმნიშვნელოვანესი შეხვედრა (2:1), თუმცა იგი ანდრე ვილაშ-ბოაშმა მინდორზე მხოლოდ ბოლო 15 წუთის სათამაშოდ შეუშვა.

ამ სეზონში ახალბედა პორტუგალიელმა თავკაცმა ლამპარდი 24-იდან 16 შეხვედრაში ათამაშა სასტარტოში, რაც ლონდონელთა ერთ-ერთ ლიდერს არ აკმაყოფილებს: "ყველაფერი მარტივია, მე თამაში მინდა. ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა მაქვს, კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ რატომღაც არ ვთამაშობ. ვილაშ-ბოაშთან ამ თემაზე არ მისაუბრია, ასე რომ, ჩემი უთამაშებლობის მიზეზი არ ვიცი. ღოდესაც რეგულარულად ვთამაშობ, კარგი ფორმის აკრეფვა მძალუძს - ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ გუნდისთვის კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია".

კვირის გმირი

ესაა იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც სერია A-ს უკანასკნელ ტურში "რომასთან" (1:1) შეხვედრაში გუნდს ქულა გადაურჩინა - მოიგერია რა ფრანჩესკო ტოტის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი.

კვირის მოვლენა

მორჩა, გათავდა: პრემიერლიგაში დაუმარცხებელი აღარავინაა! აქამდე ასეთი მხოლოდ "მანჩესტერ სიტი" გახლდათ, მაგრამ ორშაბათ საღამოს "ჩელსისთან" სტემფორდ ბრიჯზე დამარცხდა - 2:1. არადა, ისტლენდელები მარიო ბალოტელის მიერ მე-2 წუთზე გატანილი გოლის წყალობით იგებდნენ შეხვედრას, მაგრამ რაულ მეირელეშისა და ფრენკ ლემპარდის გოლებით "ლურჯებმა" იმარჯვეს.

გიორგი ფულარიანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა