ბრემენის "ვერდერს" იტალიაში "გადახვეწილი" გერმანელი ტალანტის, ალექსანდერ მერკელის გადაბირება უნდა
ბრემენის "ვერდერს" იტალიაში "გადახვეწილი" გერმანელი ტალანტის, ალექსანდერ მერკელის გადაბირება უნდა.

იტალიური გაზეთი "კორიერე დელო სპორტი" წერს, რომ ბრემენული კლუბის ხელმძღვანელები უკვე დაუკავშირდნენ "ჯენოას" ბოსებს და 19 წლის ნახევარმცველზე სიტყვა ჩამოუგდეს. ჩვენი იტალიელი კოლეგები იმასაც იუწყებიან, რომ "ვერდერის" სკაუტები დიდი ხანია, გენუური კლუბის თამაშებს ესწრებიან.

საინტერესო ის არის, რომ "ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა მერკელით დაინტერესება არ უარყო. მისი თქმით, ბრემენული კლუბი ბაზარს აქტიურად აკვირდება და დაადასტურა, რომ "მუსიკოსების" თვალთახედვის არეალში მერკელიცაა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი "ჯენოაში" "მილანიდანაა" განათხოვრებული - ეს გუნდები მის სატრანსფერო უფლებებს შუაზე იყოფენ. შარშან "ვერდერმა" "ჯენოადან" ბერძენი მცველი სოკრატის პაპასტატოპულოსი გადაიბირა.

საინტერესოა ისიც, რომ ალოფსს მერკელის აგენტ ოსკარ დამიანისთან კარგი ურთიერთობა აქვს, რადგან ეს უკანასკნელი ბრემენელთა ფეხბურთელის, მიკაელ სილვესტრის მრჩეველიცაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა