ცნობა საქართველოს ნაკრებში ახალი მწვრთნელების დანიშვნის შესახებ, ცხადია, უმალვე მოედო ახალზელანდიურ მედიას
ცნობა საქართველოს ნაკრებში ახალი მწვრთნელების დანიშვნის შესახებ, ცხადია, უმალვე მოედო ახალზელანდიურ მედიას.

აქაური მედია საშუალებები ფარულნარევი სიამაყით წერენ, რომ მათი თანამემამულეები მსოფლიოში ყველაზე პროგრესირებად ნაკრებს ჩაუდგებიან სათავეში.

აი, რას წერს ახალზელანდიური "ჰერალდი" (www.nzherald.co.uk)

"ახალზელანდიელი მწვრთნელები, მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი საქართველოს ნაკრების მწვრთნელებად დაინიშნენ. ისინი ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს იანვარში ჩაიბარებენ და მოუთმენლად ელიან იმ დროს, როცა დაიწყებენ მუშაობას გუნდში, რომელმაც 2011 წელს შესანიშნავად იასპარეზა მსოფლიოს თასის გათამაშებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის ეროვნული ნაკრები 25:9 დაამარცხა და ინგლისს, შოტლანდიასა და არგენტინას "ცხოვრება გაუმწარა".

ჰეიგი და გიბსი ხელს მოაწერენ ორწლიან კონტრაქტს, რომელიც, შესაძლოა, კიდევ ორი წლით გახანგრძლივდეს, თუ ეს მწვრთნელები წარმატებულად იმუშავებენ.

- ჩვენ ვიცით, რომ ახალზელანდიელები რაგბით ცხოვრობენ და სუნთქავენ. ვფიქრობთ, რომ მილტონი და კრისი ქართულ რაგბის სხვა, გაცილებით მაღალ დონეზე აიყვანენ.

საქართველოს ახლა ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს ახალზელანდიურ რაგბისთან. ჩვენ მადლიერნი ვართ მათი მუდმივი მხარდაჭერის გამო.

მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ, როცა ახალი მწვრთნელების ძებნა დავიწყეთ, ამ ქვეყნის ფედერაციამ დიდი დახმარება გაგვიწია, მათ რამდენიმე ძალიან მაღალი დონის სპეციალისტის კანდიდატურა შემოგვთავაზეს.

ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატებს შორის იყვნენ ფრანგი და ბრიტანელი სპეციალისტებიც, თუმცა ჩვენ არჩევანი მილტონსა და კრისზე შევაჩერეთ, რადგან გავითვალისწინეთ მათი ცოდნა, გამოცდილება და სურვილი, საქართველოში დასახლდნენ - გვითხრა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ.

ჰეიგმა, რომელიც მორაგბეობისას ცხრა ნომრის პოზიციაზე თამაშობდა და მოგვიანებით ახალი ზელანდიის მაორების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო, სიხარული გამოთქვა, რომ შესანიშნავი შანსი მიეცა, საერთაშორისო არენაზე თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ramo
ნიჟარაძე, ეხლა ეგ კაცი რომ ჩამოვა, არ არის საჭირო ზედმეტი ტაშფანდური. დავხვდეთ ქართულად, მაგრამ მოვითხოვოთ საქმე თავიდანვე.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა