ჩინეთის დედაქალაქში დღეს მსოფლიო ინტელექტუალური თამაშების პროგრამით გათვალისწინებული საჭადრაკო ბატალიები დამთავრდება
ჩინეთის დედაქალაქში დღეს დამთავრდება მსოფლიო ინტელექტუალური თამაშების პროგრამით გათვალისწინებული საჭადრაკო ბატალიები.

სწრაფი ჭადრაკისა და ბლიცის შემდეგ დიდოსტატები დაფაზე დაუხედავად ცდიან ძალებს. ე.წ. "ბრმა თამაშში" ასპარეზობის მონაწილეებს (16-16 ქალ-ვაჟი) პარტიის ბოლომდე 20 წუთი ეძლევათ ყოველ სვლაზე 20 წამის დამატებით.

უკვე გაუწყეთ, რომ ნანა ძაგნიძემ სტარტზე ზედიზედ ორი გამარჯვება იზეიმა, გუშინდელი დღე კი აშკარად მისი არ იყო - სამი შესაძლებლიდან მონაგარს მხოლოდ ნახევარი ქულა შესძინა: მესამე ტურში თეთრებით ჩინელ ძიუ ვენძიუნთან დამარცხდა, შემდეგ კატერინა ლახნოს (უკრაინა) დაუზავდა, მე-5 ტურში კი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანთან (ჩინეთი) წააგო.

ხუთი შესაძლებლიდან 2.5 ქულას მოუყარა თავი. 4,5 ქულით ერთპიროვნულად ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) დაწინაურდა. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება ჰოუ იფანი. 3-3 ქულით მესამე-მეხუთე ადგილებს ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი), ძიუ ვენძიუნი და კატერინა ლახნო იყოფენ.

ვაჟებში ხუთი ტურის შემდეგ ასეთი სატურნირო მდგომარეობაა: მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - 4, ზოლტან ალმაში (უნგრეთი), ვუგარ გაშიმოვი (აზერბაიჯანი) - 3,5-3,5, ვან ჰაო (ჩინეთი), შაჰრიარ მამედიაროვი, ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) - 3-3 ქულა.

დღეს ტურნირზე დარჩენილი ორი ტური გათამაშდება და გამარჯვებულთა და პრიზიორთა ვინაობაც გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა