ერთი კვირის წინ, ბუნდესლიგის პირველ ტურში, "ჰამბურგთან" განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ, "შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა თქვა, სატრანსფერო ფანჯრის...

ერთი კვირის წინ, ბუნდესლიგის პირველ ტურში, "ჰამბურგთან" განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ, "შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა თქვა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჩვენს გუნდში კიდევ ბევრი რამ მოხდებაო. ამრიგად, ლევან ყენიას გუნდში წმენდა-განახლების პროცესი გრძელდება: გუშინ "შალკემ" მორიგი, რიგით მეცხრე ახალწვეული გაიფორმა და არ იკითხავთ, ვინ არის ის? 34 წლის ჰანს შარპეი, ვეტერანი განელი ფეხბურთელი, რომელიც გელზენკირხენში "ლევერკუზენიდან" გადავიდა. "ბაიერისა" და "შალკეს" შეფებმა გუშინ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.

შარპეი, რომელმაც "შალკეს" უკანა ხაზი უნდა გააძლიეროს, მაგათის მეცხრე ახალწვეულია და როგორც ხედავთ, წინასწარმეტყველება ახდა: ლევან ყენიას გუნდი ბუნდესლიგურ კლუბებს შორის, სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე დიდი აქტიურობით გამოირჩევა. შედარებისთვის, გერმანიიდან ჩემპიონთა ლიგაში გასულმა სხვა გუნდებმა გაცილებით ნაკლებად, ან თითქმის საერთოდ არ იაქტიურეს: "ბაიერნს" არცერთი ფეხბურთელი არ უყიდია (განათხოვრებული ფეხბურთელების დაბრუნება არ ითვლება), "ვერდერმა" კი ახალი სეზონის წინ მხოლოდ სამი ახალწვეული წარადგინა. ეს კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ "შალკეს" დიდი ამბიციები აქვს.

ამ ყველაფერთან ერთად, ფელიქს მაგათი "შალკეში" მადრიდის "რეალში" ჩამოწერილი ფეხბურთელების შეგროვებას იწყებს. როგორც იცით, "დესპოტმა ფელიქსმა" "სამეფო გუნდიდან" მცველი კრისტოფ მეტცელდერი და გოლეადორი რაული წაიყვანა, ახლა კი ჰოლანდიელ ნახევარმცველს, 27 წლის რაფაელ ვან დერ ვაარტსაც უმიზნებს. "ბილდის" ინფორმაციით, მაგათი უკვე შეეხმიანა "რეალის" ხელმძღვანელებს და მათ ვან დერ ვაარტზე ჩამოუგდო სიტყვა. ჰოლანდიელს მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ჟოზე მოურინიოს ის არ სჭირდება და "რეალიც" მზადაა, რაფაელი გაყიდოს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "შალკეს" ვან დერ ვაარტი 10 მილიონი ევრო დაუჯდება.

"შალკე" ძალიან კარგი გუნდია, რაულისგან და მეტცელდერისგან ამ გუნდის შესახებ ბევრი კარგი რამ მსმენია. ბოლოს და ბოლოს, ბუნდესლიგაში ვთამაშობდი (ჰამბურგის ღირსებას იცავდა) და თვითონაც ვიცი, რას წარმოადგენს გელზენკირხენული კლუბი," - უთხრა ვან დერ ვაარტმა "ბილდს".

მაგათი ვან დერ ვაარტს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იყიდის, თუ "ვოლფსბურგიდან" ზვიეზდან მიშიმოვიჩის გადაბირებას შეძლებს. მაგრამ ამ უკანასკნელისთვის ბრძოლაში "შალკეს" "გალათასარაის" სახით ძალიან სერიოზული კონკურენტი ჰყავს. ასეა თუ ისე, ერთი რამ ფაქტია: 31 აგვისტომდე "შალკეში" კიდევ რაღაც მოხდება.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა