ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბაიერნი მოდის, ბეტცე დაიწვება!

ბაიერნი მოდის, ბეტცე დაიწვება!

არსებობს მომენტები, როცა გინდა, რომ ფეხებქვეშ მიწა გაგისკდეს და თან ჩაგიტანოს, ან უცებ უჩინარი გახდე...

არსებობს მომენტები, როცა გინდა, რომ ფეხებქვეშ მიწა გაგისკდეს და თან ჩაგიტანოს, ან უცებ უჩინარი გახდე... სტადიონზე 50 000 მაყურებელია მოსული, ბუნდესლიგაში პირველ თამაშს ატარებ, იცავ იმ გუნდის კარს, რომლის ადგილი ყოველთვის ბუნდესლიგაში იყო, მაგრამ წლებია, ელიტაში აღარ უთამაშია და ამ დროს, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, შენს საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელიდან გივარდება და იქვე მდგომი თავდამსხმელი უპრობლემოდ გაგიტანს გოლს - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პირველ ბუნდესლიგაში, ჰერ ტობიას ზიპელ!

"კაიზერსლაუტერნის" 22 წლის მეკარე გერმანიაში ერთ-ერთ უნიჭიერეს კიპერად მიიჩნევა, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონია და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და პირველ ტურში დაშვებულმა შეცდომამ, რაც "ლაუტერნს" გაშვებული გოლის ფასად დაუჯდა, ცოტა არ იყოს დაამწუხრა. თუმცა, ზიპელი კრიტიკის ქარცეცხლში არ გაუტარებიათ, რადგან გოლს, რომელიც მის სინდისზე იყო, საბოლოო შედეგზე არ უმოქმედია - "ეშმაკებმა" კიოლნში 3:1 მოიგეს და მეორე ტურს ასპროცენტიანი შედეგით ხვდებიან.

სამაგიეროდ, ზიპელმა ლუკას პოდოლსკისა და პეტიტის ურთულესი დარტყმები მოიგერია და საბოლოო ჯამში, მისი თამაშიც დადებითად შეფასდა. მოკლედ, "კაიზერსლაუტერნი" გერმანიის ელიტაში წარმატებით დაბრუნდა. ზიპელის გარდა, ყურადღების ცენტრშია გუნდის ლიდერი და წამყვანი ნახევარმცველი კრისტიან ტიფერტი, რომელმაც მატჩის მიწურულს 23 წლის ივო ილიჩევიჩს საგოლე, საოცნებო პასი გაუკეთა. ილიჩევიჩი ის კაცია, ვინც მეორე გოლის დროს გააკეთა საგოლე გადაცემა და პირველი ტურის შემდეგ, გოლს პლუს პასის რეიტინგში უკვე ორი ქულა აქვს. ყველაზე კარგად კი, პირველ ტურში მაინც თავდამსხმელი სრდიან ლაკიჩი წარმოჩინდა - შესრულებული დუბლის გამო.

კარგად დაწყებულ საქმეს კარგი გაგრძელება სჭირდება და დღეს, კაიზერსლაუტერნში დიდი ზეიმია: 1. FჩK ხანგრძლივი პაუზის მერე, ბუნდესლიგაში პირველ საშინაო მატჩს ატარებს და თანაც, "ლაუტერნი" "ფრიც-ვალტერ-შტადიონზე" თვით მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს. "ბაიერნთან" მატჩი ჩვენთვის უდიდესი ზეიმია და ამ შეხვედრაში თითოეული ჩვენთაგანი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს," - ეს ზიპელის სიტყვებია.

რაც შეება მიუნხენურ გიგანტს: სეზონი ლუის ვან გაალის გუნდმაც წარმატებით დაიწყო. "ბაიერნმა" ერთი კვირის წინ "ვოლფსბურგი" დაამარცხა და "ლაუტერნის" დარად, რეკორდმაისტერსაც სამი ქულა აქვს. საინტერესო ისაა, რომ "ბაიერნს" ივიცა ოლიჩი გამოუჯანმრთელდა, რომელიც დღეს განაცხადში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიო გომესს და მიროსლავ კლოზეს კონკურენტი გამოუჩნდათ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელი მატჩი განსაკუთრებული მოვლენაა მირო კლოზესთვის, რომელიც წარმოშობით სწორედ პფალცელია, კაიზერსლაუტერნში დაიბადა და "ლაუტერნის" ფანობაში გაიზარდა, მერე კი წლების მანძილზე (1999-დან 2004-მდე) 1. FჩK-ს ღირსებას იცავდა და საფეხბურთო მსოფლიოს თავი სწორედ ამ კლუბიდან გააცნო. კლოზესთვის "კაიზერსლაუტერნი" იმდენად ბევრს ნიშნავს, რომ გუშინ განაცხადა, თუ "ფრიც-ვალტერ-შტადიონზე" გოლს გავიტან, სალტოებს არ გავაკეთებო.

"ლაუტერნს" და მის ქომაგებს იმდენად დიდ პატივს ვცემ, რომ სალტოების კეთებას ვერ დავიწყებ, - ამბობს მირო, - წლების წინ, ჩემს მშობლიურ კლუბს "ვერდერის" ფეხბურთელის რანგში გავუტანე და არც მაშინ მიზეიმია."

ამასთან, გუშინაც ვწერდით, რომ კლოზე სულაც იმაზე ფიქრობს, რომ კარიერა "კაიზერსლაუტერნში" დაასრულოს. მანამდე კი დღევანდელი მატჩისა და "ლაუტერნის" ფანებთან შეხვედრის მოლოდინშია: "როცა "კაიზერსლაუტერნში" ვთამაშობდი, პარასკევის საშინაო მატჩებს თითქმის ყოველთვის ვიგებდით ხოლმე. ასე რომ, ჩვენ ამ შეხვედრის მოგება გაგვიჭირდება. ეს დღეები თანაგუნდელებს სულ ვაფრთხილებ, რომ უმძიმესი შეხვედრა გველის."

კლოზემ დღევანდელი მატჩისთვის 50 ბილეთი იყიდა: ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლუის ვან გაალმა არგენტინელი მცველი მარტინ დემიკელისი კაიზერსლაუტერნში წასაყვანი ფეხბურთელების სიაში არ შეყვანა. წყალი არ გაუვა იმას, რომ ეს უკანასკნელი "ბაიერნს" პირველ სექტემბრამდე აუცილებლად დატოვებს.

სავარაუდო შემადგენლობები

კაიზერსლაუტერნი (4-4-2): ზიპელი - დიკი, ამედიკი, როდნი, ბუგერა - კირხი, ბილეკი, ტიფერტი, ილიჩევიჩი - ჰოფერი, ლაკიჩი.

ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, კონტენტო - ვან ბომელი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - კლოზე.

• Germaneli

მე მგონი, ბაიერნი დღეს ვერ მოიგებს...

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა