პეკინში მსოფლიო ინტელექტუალური თამაშების პროგრამის ფარგლებში მოჭადრაკეთა პაექრობები დასრულდა
ჩინეთის დედაქალაქში გუშინ დამთავრდა მსოფლიო ინტელექტუალური თამაშების პროგრამით გათვალისწინებული მოჭადრაკეთა პაექრობები.

დაფაზე დაუხედავად შეჯიბრებაში ნანა ძაგნიძეს განვლილ ხუთ ტურში 2,5 ქულა ჰქონდა მოგროვებული. ფინიშზე მან მონაგარს ორი ქულა შესძინა - ინდოელი ჰარიკა დრონავალი და ევროპის ჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) დაამარცხა, შვიდი შესაძლებლიდან მოაგროვა 4,5 ქულა და მეორე-მეექვსე ადგილები გაიყო, კოეფიციენტით მე-4 ადგილი ერგო.

ბოლო ტურში ჩინელი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს დაუზავდა და 5,5 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი გახდა. 4,5-4,5 ქულით მეორე-მესამე ადგილები, შესაბამისად, ჩმილიტემ და კოსტენიუკმა დაიკავეს, მეხუთე იყო ელენა დემბო (საბერძნეთი), მეექვსე - ელისაბედ პეტცი (გერმანია).

ტურნირის მონაწილეთაგან ნანა ძაგნიძე, ჰოუ იფანი, ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი), ალექსანდრა კოსტენიუკი, ჰარიკა დრონავალი და ელინა დანიელიანი (სომხეთი) თურქულ მარდინში გაემგზავრებიან, სადაც თავიანთი ქვეყნების ქალთა ეროვნულ ნაკრებებს შეუერთდებიან და ხვალიდან წრიული სისტემით გუნდური მსოფლიოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

პეკინში დაფაზე დაუხედავად ვაჟთა ასპარეზობა 5 ქულით უნგრელმა ზოლტან ალმაშმა მოიგო. ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მეორე-მესამე ადგილები მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა (საფრანგეთი) და ვუგარ გაშიმოვმა (აზერბაიჯანი) გაინაწილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა