"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ კატეგორიულად არ იზიარებს კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ კატეგორიულად არ იზიარებს კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას.

"რისი იმედი აქვთ "ლეიკერსის" ბოსებს? წარმოდგენა არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, არ მესმის რისი მიღწევა სურთ მათ. შემიძლია გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის "კლიპერსი" გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე "ლეიკერსი".

რთული გასაგებია რა მიზნით ხელმძღვანელობდა კლუბის ხელმძღვანელობა ლამარ ოდომის გაცვლისას, რომელმაც შარშან კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. თანაც ის გაუშვეს "დალასში", რომელმაც პლეი ოფიდან გამოგვაგდო", - ამბობს ბრაიანტი ამერიკული პრესისთვის მიცემულ კომენტარში.

ამასობაში, კობი ბრაიანტის მეუღლემ ვანესამ განქორწინებაზე შეიტანა განცხადება. მიზეზად ქალმა "შეურიგებელი უთანხმოება" დაასახელა.

მას ქორწინების გაუქმება ჯერ კიდევ 2003 წელს სურდა, როცა 19 წლის სტუდენტის გაუპატიურების სკანდალი აგორდა. ბრაიანტი არ მალავდა, რომ მართლაც ჰქონდა გოგონასთან სექსი, მაგრამ მისი მხრიდან არანაირი ძალადობა არ ყოფილა და კავშირი ორმხრივი შეთანხმებით დამყარდა. საბოლოოდ, ეს ისტორია კალათბურთელისთვის უმტკივნეულოდ დასრულდა. ვანესამ აპატია კობის მას შემდეგ, რაც ბრაიანტმა მას 4 მილიონ დოლარად შეფასებული ბეჭედი აჩუქა.

ახლა, როგორც ჩანს, ბრაიანტი ასე იოლად ვერ გამოვა სიტუაციიდან. როგორც ამერიკული პრესა წერს, ვანესამ ისევ გამოიჭირა მეუღლე ღალატში. "მრავალწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ვანესა არაერთხელ დადგა მეუღლის მხრიდან ღალატის ფაქტის წინაშე, მაგრამ ამჯერად მისი მოთმინება ამოიწურა", - წერს წყარო.

კობის არ სურს შეურიგდეს ოჯახის დანგრევას. ის ყველაფერი აკეთებს იმისთვის, რომ გადაარჩინოს 10-წლიანი ქორწინება. მით უმეტეს, რომ განქორწინების გამო ის იშვიათად შეხვდება შვილებს, რადგან ვანესა უარს ამბობს მათ ერთობლივ მზრუნველობაზე. გარდა ამისა, ქალს ეკუთვნის კალათბურთელის ქონების ნახევარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა