დევისის თასზე ხორვატიის ნაკრებს სათავეში ლეგენდარული ჩოგბურთელი გორან ივანიშევიჩი ჩაუდგა
დევისის თასზე ხორვატიის ნაკრებს სათავეში ჩაუდგა ლეგენდარული ჩოგბურთელი გორან ივანიშევიჩი. თუმცა 2001 წლის უიმბლდონის ჩემპიონის თანამშრომლობა ქვეყნის ჩოგბურთის ფედერაციასთან მხოლოდ ერთი მატჩით შემოიფარგლება. ივანიშევიჩი 2012 წლის დევისის თასის პირველ წრეში უხელმძღვანელებს ხორვატიის ნაკრებს.

საქმე ისაა, რომ გორანმა და ფედერაციამ ვერ შეძლეს უფრო ხანგრძლივ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება. სააგენტო "როიტერის" ცნობით, ივანიშევიჩმა ერთწლიანი კონტრაქტისთვის 130 ათასი დოლარი მოითხოვა, რაც თავის მხრივ, ფედერაციას არ აწყობდა.

ასე რომ, ივანიშევიჩი იაპონიასთან მერვედფინალისთვის მოამზადებს ნაკრებს და შემდეგ დატოვებს კაპიტნის პოსტს.

გარდა ამისა, ახალი კაპიტანი ჰყავს ხორვატიის ქალთა ნაკრებს ფედერაციის თასზე. ეს პოსტი ჩაიბარა როლან გაროსის 1997 წლის ჩემპიონმა ივა მაიოლიმ. შეგახსენებთ, რომ ადრე ქალთა გუნდის კაპიტანი გორან პრპიჩი გახლდათ, მაგრამ ნოემბერში მან მოულოდნელად დატოვა პოსტი, რომელზეც 11 წელი იმუშავა.

ასევე გაირკვა დევისის თასზე არგენტინის ნაკრების ახალი კაპიტნის ვინაობა. ეს პოსტი ჩაიბარა წარსულში ცნობილმა ჩოგბურთელმა მარტინ ჰაიტმა. 47 წლის სპეციალისტს მარიანო საბალეტა დაეხმარება. ჰაიტმა არგენტინის ჩოგბურთის ფედერაციასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ წელს ესპანეთის ნაკრებთან ფინალური მატჩის წაგების შემდეგ ქვეყნის ფედერაციამ აღარ გაუგრძელა კონტრაქტი ყოფილ კაპიტანს ტიტო ვასკესს.

აღვნიშნავთ, რომ მოთამაშის კარიერისას ჰაიტმა ATP-ის 12 ტურნირი მოიგო და მსოფლიო რეიტინგის მეათე პოზიციას მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა