უკანასკნელად არგენტინაში ფორმულა 1-ის ეტაპი 1998 წელს ჩატარდა და ახლა, ეს ქვეყანა, შესაძლოა, 2014 წელს "სამეფო რბოლებში" დაბრუნდეს
უკანასკნელად არგენტინაში ფორმულა 1-ის ეტაპი 1998 წელს ჩატარდა და ახლა, ეს ქვეყანა, შესაძლოა, 2014 წელს დაბრუნდეს "სამეფო რბოლებში".

სწორედ ამ დროისთვის დასრულდება ბუენოს აირესის ახლოს ფორმულა 1-ის ახალი ტრასის მშენებლობა.

არგენტინის დედაქალაქიდან 100 კილომეტრით დაშორებულ დაბა სარატეში გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომელიც ახალი ავტოდრომის - Velociudad Speedcity-ის მშენებლობის დაწყებას მიეძღვნა. მომავალი ტრასის სიგრძე 4.7 კილომეტრი იქნება. პროექტის ავტორია ცნობილი ბრიტანული არქიტექტურული ბიურო - Populous.

"ჩვენი მიზანი უნივერსალური ტრასის შექმნაა, რომელიც უმასპინძლებს მოტოგრანპრის ეტაპებს, ლე მანის ტიპის რბოლებს ამტანობაზე და ა. შ. თუ პრომოუტერები იყოჩაღებენ, აქ ფორმულა 1-ის რბოლის ჩატარებაც იქნება შესაძლებელი", - ამბობს Populous-ის წარმომადგენელი ჯონ როუდსი.

პროექტი 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული და ის ორ ეტაპად განხორციელდება. თავდაპირველად აშენდება მძღოლების მომზადების ცენტრი (პირველად სამხრეთ ამერიკაში), დაიგება 3.1 კილომეტრის ტრასა და მოეწყობა ბოქსები.

მეორე ეტაპზე ტრასის სიგრძე გაიზრდება, რაც ორგანიზატორებს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ლიცენზიის მიღებისა და საერთაშორისო რბოლების ჩატარების საშუალებას მისცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა