სერია A-ში "დინამო სასარი" სტუმრად 72:80 დამარცხდა, თუმცა ჩვენთვის გამოსარჩევი ამბავი მაინც დაფიქსირდა
თუკი აქამდე იტალიაში ძირითადად სანიკიძის, მარკოიშვილისა და შერმადინის კარგი თამაში გვახარებდა, ამჯერად კარგი ინფორმაცია მოვიდა ნიკა მეტრეველზეც.

სერია A-ში მოთამაშე მეოთხე ქართველი წუხანდელ მატჩში გამორჩეულად გაისარჯა. მისი გუნდი "დინამო სასარი" მორიგი ტურის მატჩში სტუმრად "ბენეტონს" ხვდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ 72:80 დამარცხდა, ჩვენთვის გამოსარჩევი ამბავი მაინც დაფიქსირდა.

ნიკა მეტრეველმა 14 წუთში 16 ქულა ჩააგდო და თავისი გუნდის შემადგენლობაში სარგებლიანობის კოეფიციენტით (19) მხოლოდ დრეიკ დინერს (23) ჩამორჩა.

მეტრეველი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ მეტოქესთან საკმაოდ დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა, მწვრთნელი ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს ენდო და ნიკამაც გაუმართლა.

მეტრეველმა თამაშიდან ნასროლი ყველა ბურთი ჩააგდო - 5 ორქულიანი და 1 სამიანი. საჯარიმოს ხაზიდან ცოტა მეტი მიზანი რომ გამოეჩინა, მისი მონაგარი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა - 6 ცდიდან 3 საჯარიმო მიითვალა და საბოლოოდ 16 ქულა დააგროვა, რასაც 4 მოხსნაც მოაყოლა.

10 ტურის შემდეგ "დინამოს" 5 მოგება აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება. დღეს გამართავენ ტურის თავიანთ მატჩებს დანარჩენი ქართველების გუნდები. მარკოიშვილ-შერმადინის "კანტუ" სტუმრად "მონფერანტოს" შეხვდება, ხოლო სანიკიძის "კანადიან სოლარი" "ვენეციას" უმასპინძებს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა