ლევან მჭედლიძემ სერია B-ში ნავსი გატეხა, კახა კალაძემ - "ლაციო", კახა ცხადაძემ და ქართველებმა - ბაქოს "ნეფთჩი"
ზამთრის სუსხის მატებასთან ერთად ჩვენი ლეგიონის ცხრილი მცირდება, თუმცა ამ უქმეებზე მაინც საკმაოდ მოხდა არათუ მხოლოდ აღსანიშნი, არამედ ჩვენთვის გასახარი ამბები - ჰოლანდიაში "ვიტესს" კაპიტანმა გურამ კაშიამ შედეგიანი თავურით მოაგებინა, იტალიაში სეზონის პირველი გოლი გაიტანა ლევან მჭედლიძემ, ხოლო აზერბაიჯანში კახა ცხადაძის გუნდმა ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩვენებურთა წყალობით მოიპოვა.

ჰოლანდიით დავიწყოთ - მერაბ ჟორდანიას "ვიტესი" "ჰერაკლესს" ესტუმრა, ალმელოში ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე გავიდა, მისი ავტორი კი 24 წლის გურამ კაშიაა. სხვათა შორის, ქართველმა მცველმა ამ სეზონში მე-2, სულ ერედივიზიეში კი მე-5 გოლი გაიტანა. ამ მატჩში მოედანს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი კი სათადარიგო იყო. "ვიტესი" 29 ქულით მე-6 ადგილზე გადავიდა.

მატჩის შემდეგ კაშიამ თქვა: "ჩვენთვის ძალზე ძნელი მატჩი იყო, "ჰერაკლესს" უშუალო კონკურენტად მივიჩნევთ, თანაც, ამ სტადიონზე ხელოვნური საფარია, რაც საქმეს გვირთულებდა. მხოლოდ ერთი მომენტი შეგვექმნა და გამოვიყენეთ კიდეც. სხვათა შორის, ამ გუნდს შარშანაც გავუტანე, მაგრამ მაშინ მწარედ დავმარცხდით და თან საკუთარ კარშიც ჩავჭერი ბურთი. ახლა კი მხოლოდ ერთხელ და სწორად გავიტანე, პროგრესი აშკარაა".

სერია B აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყო, თუმცა ამ შაბათამდე 21 წლის ლევან მჭედლიძეს გოლი არ გაეტანა და ნავსი "გროსეტოსთან" მატჩში გატეხა, როცა საჯარიმოში კარგად შეაფასა სიტუაცია, მცველი მოატყუა და ახლო მანძილიდან გაათანაბრა [იხილეთ ვიდეო]. ეს შეხვედრა "ემპოლიმ" 2:2 დაასრულა, ქართველთა გუნდი (ირაკლი შეყილაძეც "ემპოლიში" ირიცხება) მე-15 ადგილზეა. მჭედლიძემ მოედანზე ამ სეზონში 501 წუთი დაჰყო.

გუშინ იმარჯვა ჩვენი ნაკრების ექსკაპიტან კახა კალაძის "ჯენოამ" - "ბოლონია" შინ 2:1 დაამარცხა. გენუელები 21 ქულით მეშვიდე ადგილზე არიან. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

"ეს იყო ფანტასტიკური გამარჯვება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში ყველაფერი გამოგვდიოდა. ჯერ ნაადრევია ევროთასების საგზურზე ლაპარაკი, სიტუაცია ხშირად იცვლება", - განუცხადა კახამ "კალჩო ნიუსს". "დატასპორტმა" ჩვენებურის თამაში 5,5 ბალით შეაფასა.

ცხადაძის გუნდმა ბაქოური დერბი მოიგო, "ინტერმა" "ნეფთჩის" უმასპინძლა, 2:1 მოუგო და ლიდერთან ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა. მატჩს სამი ქართველი გმირი ჰყავდა - მეკარე გიორგი ლომაიამ პენალტი მოიგერია, ბაჩანა ცხადაძემ 63-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო ილია კანდელაკმა 71-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

"ქართველთა შემართებამ "ნეფთჩი" გააჩერა", - ასე დაასათაურა მატჩის რეპორტაჟი "აზერიფუტბოლმა". სხვათა შორის, მეტისმეტი ემოციურობისთვის მსაჯმა ქართველი მწვრთნელი გააძევა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "ნეფთჩის" თავკაცმა ბუიუქაღა გაჯიევმა ქართველ მწვრთნელს შემდეგი უთხრა: "სიონთან" თამაშის დროს ტექნიკური ზონიდან მეც გამაგდეს და ცხადაძეც. როგორც ასაკით უფროსმა, მინდა, ვურჩიო, ნუ იქნება ასეთი ემოციური. არ დაგავიწყდეს, რომ აზერბაიჯანში ხარ და არა საქართველოში. მოიქეცი ისე, რომ შენზე ცუდი არ თქვან. მაგალითად, მე რომ საქართველოში ვმუშაობდე, თავს ასე მოქცევის უფლებას არ მივცემდი".

თავად ცხადაძემ კი თქვა: " შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, უბრალოდ, სამჯერ გადავედი მოედანზე, რის გამოც გამაძევეს კიდეც. იმედია, დისკვალიფიკაცია ხანგრძლივი არ იქნება. თამაში კი ნამდვილად ევროპული ხარისხის იყო. გადამწყვეტი ამ შეხვედრაში პენალტი გამოდგა, ლომაიას გმირობამ თამაში საჩვენოდ შემოატრიალა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტირანა
აზერბაიჯანშია თორე დიდი ამბავი! გაჯიევს აზერებში ყოფნა პრივილეგია ხო არ გონია? მადლობა უხადონ თან დღეში 3-ჯერ და მუხლმოყრით რო მაგათ ჩამყაყებულ კორუმპირებულ ჭაობში ძლებს.... საქართველოს სახელის ხსენებისას ყველა ფრთხილად იყოს მე ამათ მეკარტოფილე დედას რო ტუუუუ
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...