4 თებერვალს ერთმანეთს 27 წლის კუბელი მოკრივე იოან პაბლო ერნანდესი და 35 წლის ამერიკელი სტივ კანინგემი შეებრძოლებიან
27 წლის კუბელი მოკრივე, IBF-ის ვერსიით კრუისერვეითის ჩემპიონი იოან პაბლო ერნანდესი და ამ ტიტულის ყოფილი მფლობელი, 35 წლის ამერიკელი სტივ კანინგემი 4 თებერვალს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში შეებრძოლებიან ერთმანეთს.

ეს ცნობა ორივე მოკრივის პრომოუტერმა კომპანია "ზაუერლანდ ივენთმა" გაავრცელა. ერნანდესისა და კანინგემის ბრძოლა რემატჩია. მათმა პირველმა დაპირისპირებამ დიდი ეჭვები და კამათი წარმოშვა. შეგახსენებთ, რომ კრუისერვეითი ის წონითი კატეგორიაა, რომლის ზედა წონაც 90,7 კილოგრამით არის შემოფარგლული.

კანინგემი ჟურნალისტებს შაბათს, ატლანტიკ სიტიში, Super Six-ის ფინალის დროს შეხვდა. მოგეხსენებათ, სუპერსაშუალოწონოსანთა ამ ფინალში ამერიკელმა ანდრე უორდმა ბრიტანელი კარლ ფროჩი დაამარცხა. კანინგემმა თქვა:

"თავიდან ამბობდნენ, რომ ბრძოლა იანვარში გაიმართებოდა, ახლა კი ის თებერვლისთვის გადადეს. ეგ არაფერი, მთავარია, რინგზე გავიდე და ჩემი ტიტული დავიბრუნო. მართალი გითხრათ, არ მგონია, ერნანდესს კიდევ უნდოდეს ჩემთან შეხვედრა. უბრალოდ, იძულებულია. მე კი მზად ვარ. ერთადერთ რამეზე ვფიქრობ, მის პირისპირ დავდგე და დავამთავრო ის, რაც დავიწყე".

გავიხსენოთ რა მოხდა ამ ორი მოკრივის პირველ დაპირისპირებაში, რომელიც პირველ ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში გაიმართა. ცნობისათვის: ერნანდესი მართალია კუბელია, მაგრამ გერმანიაში ცხოვრობს. პროფესიულ რინგზე მას 25 ბრძოლა მოუგია, რომელთაგან 13 ნოკაუტი იყო. ერნანდესს კარიერაში ერთი მარცხი აქვს ნაწვნევი. რაც შეეხება კანინგემს, მისი სტატისკიკაა - 24-3. 24 მოგებიდან ამერიკელმა თორმეტში მოწინააღმდეგე ნოკაუტში ჩააგდო.

ნიურნბერგში, ერნანდესისა და კანინგემის ხსენებული ბრძოლა ექვსი რაუნდის შემდეგ ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა. ამერიკელმა შედეგი გააპროტესტა, IBF-მა კი საქმის განხილვის შემდეგ რემატჩი ბრძანა. "ზაუერლანდ ივენტსის" გენერალური მენეჯერი, კრის მაიერი: "კრუისერვეითში ყველაზე საინტერესო რაც შეიძლება მოხდეს, კანინგემისა და ერნანდესის ბრძოლაა. მათი პირველი მატჩი ნამდვილი ტრილერი იყო და დარწმუნებული ვარ, მეორე კიდევ უფრო ამაღელვებელი იქნება".

ბრუკი ამერიკაში

25 წლის ინგლისელმა მოკრივემ, კელ ბრუკსმა ამერიკელი ფანების წინაშე სახელის მოხვეჭაზე დაიწყო ფიქრი და ამისათვის, შაბათს, ატლანტიკ სიტიში პირველი ნაბიჯიც გადადგა. ბრუკსმა პუერტო რიკოელი ლუის გალარსა დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გალარსა

ხელწამოსაკრავი მოკრივე არ არის და ბრუკსისთვის გასაბრდღვნელად არავის მიუგდია. ბრძოლა ინგლისელმა მეხუთე რაუნდში დაასრულა.

ბრუკსი ველტერვეითის წონაში ტიტულისთვის ბრძოლას აპირებს და ამ ნაბიჯის გადასადგმელად მეთოდურად ემზადება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საამისოდ აუცილებელი იყო მას სახელი ოკეანის გადაღმაც მოეხვეჭა. ველტერვეითი ის წონაა, რომლის ზედა ზღვარი 66,7 კილოგრამით შემოიფარგლება.

"ბორდუოქ ჰოლში" გამართულ ბრძოლაში ბრუკსმა თავიდანვე ისარგებლა იმ უპირატესობებით, რაც გააჩნდა და მოწინააღმდეგე დაჩაგრა. ამ გამარჯვების შემდეგ მისი სტატისტიკა ასეთია: 26-0. 26 გამარჯვებიდან ბრიტანელმა 18 მოწინააღმდეგე დაანოკაუტა. რაც შეეხება დამარცხებულ პუერტო რიკოელს, ამიერიდან მისი შედეგებია: 17-3. 17 გამარჯვებიდან 13 ნოკაუტი გახლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა