"კანტუს" "მონფერატოსთან" მატჩის შემდეგ სერია A-ში გიორგის 12 მოხსნა ყველაზე მაღალი შედეგი იყო
გუშინდელ ნომერში შემოგთავაზეთ მოკლე მიმოხილვა "ბენეტონი"-"დინამო სასარის" მატჩისა, რომელშიც ნიკა მეტრეველმა 14 წუთში 16 ქულა ჩააგდო.

დღეს კიდევ ორ "ქართულ" კლუბზე "კანტუსა" და "ვირტუსზე" შევჩერდებით.

მონფე-რატომ?

მართალია, ზედიზედ ოთხი მატჩის შემდეგ ვიქტორ სანიკიძემ ტრადიცია დაარღვია და ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა, მაგრამ იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურს ქართული "დაბლ-დაბლის" გარეშე მაინც არ ჩაუვლია. "კანტუს" ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა "მონფერატოსთან" 65:69 წაგებულ მატჩში 11 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ სერია A-ს ამ ტურში გიორგის 12 მოხსნა ყველაზე მაღალი შედეგი იყო.

შერმადინმა 29 წუთი ითამაშა, 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, რასაც 2 დაფარებაც წაამატა. ქართველმა ცენტრმა ბურთი ოთხჯერ დაკარგა, სამჯერ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები მეტოქეებმა ორჯერ დაარღვიეს. "კანტუს" სტაჟიანმა წევრმა მანუჩარ მარკოიშვილმა 22 წუთში 5 ქულა (3-დან 0 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2 საჯარიმო), 2 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. რატომ წააგო "კანტუმ" "მონფერატოსთან" ძნელი სათქმელია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანტუელები პარალელურად ევროლიგაზე ასპარეზობენ და ზოგჯერ ჩემპიონატის მატჩებისთვის კონცენტრირება უჭირთ.

"კანტუს" "ვირტუსის" დარად 6 მოგება და 4 მარცხი აქვს, თუმცა ბურთების შეფარდების გათვალისწინებით ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფება. "ვირტუსი" მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში, 27 დეკემბერს, კანტუელები მილანის "არმანი ჯინსს" უმასპინძლებენ. ვირტუსელები კი ტრევიზოს "ბენეტონს" უმასპინძლებენ.

ვირტუსმა ვენეცია გააცია

როგორც უკვე მოგახსენეთ, ვიქტორ სანიკიძის ორმაგი დუბლების სერია მეხუთე მატჩში შეწყდა. თუმცა მას არც ამჯერად უთამაშია ურიგოდ. რაც მთავარია, მისმა გუნდმა გაიმარჯვა, რაშიც სანიკიძემ სოლიდური წვლილი შეიტანა.

"ვირტუსი" ბოლონაში "ვენეციას" მასპინძლობდა და მეტოქე - 88:80 დაამარცხა. სანიკიძე ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა. ამ ხნის მანძილზე ვიქტორმა 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად, მის ანგარიშზე 16 ქულაა, რასაც 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ვიქტორმა ბურთი სამჯერ დაკარგა, 2 პერსონალური მიიღო, მასზე კი მეტოქეები 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბოლონიელთა შორის საუკეთესო შედეგი ჯუზეპე პოეტამ აჩვენა, რომელმაც 17 ქულა მიითვალა, ანჯელო ჯილიმ კი ქართველი ფორვარდის დარად 16 ქულა მოაგროვა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა