მარკიზმა ვალიადოლიდში დიდებული მატჩი ჩაატარა, მან საწყის 12 წუთში 23 ქულა ჩააგდო, ხოლო დიდ შესვენებაზე 25-ით გავიდა
იგორ კოკოშკოვმა კვირა დილას მითხრა - მომავალში შეიძლება აზრი შევიცვალო, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ჩვენი ნაკრების ღირსება მარკიზ ჰეინსმა, ან ტორინ გრინმა უნდა დაიცვასო.

ამ განცხადებიდან სამიოდ საათში ჰეინსი მოედანზე გავიდა და თავის ევროპულ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

მარკიზისა და ტორინის "გრან კანარია" სტუმრად "ვალიადოლიდს" ეთამაშა და მიმდინარე სეზონში პირველი გასვლითი მატჩი რომ მოიგო, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ მოთამაშეს უნდა უმადლოდეს. მარკიზ ჰეინსმა 30 წუთში მეტოქეს 35 ქულა ჩაუგდო და კანარიელებს გამარჯვება გაუნაღდა - 89:70.

მისი თამაში გამოცემა ACB-ში განსაკუთრებითაა აღნიშნული, სათაურით: "ჰეინსი გაგიჟდა": "საქართველოს პასპორტის მქონე ამერიკელმა, მარკიზ ჰეინსმა ვალიადოლიდში დიდებული მატჩი ჩაატარა. მან საწყის 12 წუთში 23 ქულა ჩააგდო, ხოლო დიდ შესვენებაზე 25-ით გავიდა.

საბოლოოდ 8-დან 5 ორქულიანი, 10-დან 5 სამიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. მისებრ 35 ქულა გასულ სეზონში ჯეის ქეროლს ჰქონდა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასაწყისში მადრიდის "რეალში" გადავიდა."

"ევრობასკეტმა" მარკიზი ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა: "ჰეინსის 35 ქულა "გრან კანარიას" "ვალიადოლიდის" სტუმრად დამარცხებაში, ხოლო მარკიზს ტურის საუკეთესოდ აღიარებაში დაეხმარა.

ამერიკელ კალათბურთელს სეზონში საშუალოდ 12.5 ქულა აქვს, თუმცა ამჯერად მაღალი პროცენტული სიზუსტით ისროლა როგორც ორქულიანები (62.5), ასევე სამიანები (50.0)."

ბოლოს დავძენთ: საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ნატურალიზებულმა ტორინ გრინმა "გრან კანარიას" მაისურით მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და 1 ქულა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა