ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

მიხეილ აშვეთია: კალაძეს გაცილების მატჩი ეკუთვნის და არა - უმადურობა

მიხეილ აშვეთია: კალაძეს გაცილების მატჩი ეკუთვნის და არა - უმადურობა

ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კალაძის ნაკრებიდან წასვლის თაობაზე ხალხისა და ფედერაციის რეაქციაზე საუბრობს
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი თავდამსხმელი, მიხეილ აშვეთია თავად დაგვიკავშირდა და კახა კალაძის ნაკრებიდან წასვლასა და ამის თაობაზე ხალხისა და ფედერაციის რეაქციაზე კომენტარის გაკეთება ისურვა:

- მას შემდეგ, რაც პროფესიული ფეხბურთიდან წავედი, მხოლოდ მოყვარულთა ტურნირებში ვმონაწილეობ. ბუნებრივია, მედიაში ჩემი გვარი იშვიათად ჩნდება და მირჩევნია კიდეც, ჩრდილში ვიყო - საზოგადოებაში გამოჩენა და განცხადებების კეთება არ მიყვარს, ჩემი მოკრძალებული ცხოვრებით ვცხოვრობ.

მაგრამ ჩემთვის გაუგებარი აღმოჩნდა ის რეაქცია, რაც კახა კალაძის ნაკრებიდან წასვლას მოჰყვა. არ შემიძლია, გულგრილად ვუყურო, როგორ ლანძღავენ ზოგიერთები იმ ფეხბურთელს, რომელსაც საქართველოსთვის ბევრი კარგი გაუკეთებია.

მე პოლიტიკაში არ ვერევი, ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. გასაგებია, რომ "ქართული ოცნების" პრეზენტაზიაზე მისვლით კახამ თავისი არჩევანი გააკეთა.

მაგრამ მიმაჩნია, რომ კახას წასვლასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციას ჯერ მისი სანაკრებო კარიერა უნდა დაეფასებინა, მისი წვლილი გაეხსენებინა და მადლობა გადაეხადა დაღვრილი ოფლისთვის.

პირველად რომ წავიკითხე ფედერაციის განცხადება, ვიფიქრე, ყურადღება დავაკელი და კახასთვის მადლობა გამომრჩა-მეთქი. მაგრამ თურმე არაფერი გამომპარვია, იქ ამაზე სიტყვაც არ იყო.

არადა, არა მგონია, ნაკრებიდან წასვლის შემდეგ კალაძე ფედერაციისგან დაგმობასა და ჭკუის სწავლებას იმსახურებდეს, მას ეროვნული გუნდში და საერთაშორისო სარბიელზე საქართველოსთვის ბევრად მეტი გაუკეთებია, ვიდრე ფედერაციის იმ ხელმძღვანელებს, ვინც ეს წერილი დაწერა.

მეორეც - დროა, ასეთი დონის ფეხბურთელი ფედერაციამ ნაკრებიდან გამოსამშვიდობებელი მატჩით გააცილოს და არა უაზრო ჭკუის დარიგებით.

- შენი აზრით, კალაძე-ფედერაციის ურთიერთბრალდებების შემდეგ ეს რეალურია?

- რეალურია თუ არა, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ფედერაცია ვალდებულია, გააცილოს ნაკრების კაპიტანი, რომელმაც ეროვნული გუნდი მოედანზე 50-ჯერ გაიყვანა.

დროა, ცივილიზებული ევროპისგან ეს მაინც ვისწავლოთ. ერთადერთს შოთა არველაძეს მოუწყვეს გაცილების მატჩი, რაც ყველა ფეხბურთელს გაგვიხარდა. მაგრამ, როგორც წესი, ასეთი რამ საქართველოში არ ხდება და ეს ჩვენი სირცხვილია. ჩვენს თაობას ყოველთვის უკვირდა, როგორ შეიძლებოდა წინა თაობის მიმართ ასეთი ზერელე დამოკიდებულება - ევროპამოვლილ ფეხბურთელებს უცებ, ერთ დღეს ვივიწყებდით.

საკუთარ თავზე არაფერს ვამბობ და არც ვითხოვ, მაგრამ რა დააშავა თემურ ქეცბაიამ, რომელიც კვიპროსელებმა გააცილეს? რაც მან მოედანზე ოფლი ღვარა, ნუთუ საქართველოსგან გაცილების მატჩს არ იმსახურებდა? ან რა დააშავეს კახა ცხადაძემ, გიორგი ქინქლაძემ, გოჩა ჯამარაულმა, გიორგი ნემსაძემ, კახა გოგიჩაიშვილმა, მურთაზ შელიამ, გიორგი დემეტრაძემ, ზაზა ჯანაშიამ, არჩილ არველაძემ, კაკო დევაძემ, ირაკლი ზოიძემ, ნიკა ტოგონიძემ... იმავე ომარ თეთრაძემ, რომელსაც რუსეთში დღემდე საქართველოსთან აიგივებენ და ჩვენი ფეხბურთელების დასაწინაურებლად ბევრი გაუკეთებია?

მიუხედავად იმისა, რომ ამ თაობას სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია, ქართული ფეხბურთი და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უცხოეთს სწორედ მათ გააცნეს.

შემდგომ თაობებს წინა თაობის, თუნდაც მცირედი, ღვაწლის დაფასებაც უნდა ვასწავლოთ და არა მათი ლანძღვა და, მით უფრო, უმადურობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Geo

rezo კაცს ძმა მოუკლეს და ამის გამო არ წასულა მაშინ, და ახლა შენი აზრით ბიზნესის გამო წავიდა?:D ცოტა დაფიქრდი რას ამბობ რა...

• tonyblack

საქმეც იმაშია negredo, რომ ჩვენც არც ევროპა ვართ და არც ცივილიზებული ქვეყანა. იმიტომაც ხდება აქ ყველაფერი ისე როგორც ხდება.ფედერაცია იმართება ევროპულად და ცივილიზებულად თუ ამ ფედერაციაში არჩევნები ტარდება როგორც ნორმალურ ქვეყნებში.2+2=5 ამას გეუბნებიან და ურცხვად გიმტკიცებენ. თუმცა ისიც არ გამიკვირდება ამათგან, მართლა ასე რომ ეგონოთ.

• ლეო ძია

negredo, შენ ერთი განვითარებული ქვეყანა დაასახელე სადაც ლამის 15 წლის განმავლობაში ნაკრების შეუცვლელ წევრს, 50 მატჩში ნაკრების კაპიტანს და ლიდერს ნაკრებიდან ღირსეულ გაცილებას არ მოუწყობენ, მიუხედავად მისი პოლიტიკური ირიენტაციისა... მარადონა ვაფშე კომუნისტია მასტი მაგრამ დღესაც მთელს მსოფლიოში აღმერთებენ არათუ არგენტინაში. კალაძეს და მარადონას ვერ შევადარებ, მაგრამ სად გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კალაძე ნაკრებიდან მადლობებით, პატივით და ღირსეულად უნდა გავაცილოთ ფედერეციამაც დაგულშემატკივარმაც. დანარჩენი კუჭის აწვა უკვე პოლიტიკურადაა მოტივირებული :)

• lev

აუ, ქვემოთ რაჟამაშვილზე რომაა სტატია ვერ შევდივარ ვერანაირად და ვერ ვკითხულობ, რაღაც ტექნიკური ხარვეზია და საიტის ადმინისტრაციას ვთხოვ გამოასწორეთჱ რა, მაგრად მინდა წაკითხვა...

• negredo

daviti,მე არც ნაც მოძრაობის მხარდაჯერი ვარ და არც ივანიშვილის უბრალოდ არ არის ლამაზი როდესაც შენი ქვეყნის ნაკრების კაპიტანი გამოდის პოლიტიკური ორგანიზაციის ყრილობაზე და სიამაყით ამბობს ნაკრებიდან მივდივარო და იქიდან ტაშს უკრავენ ეს არ იკო ლამაზი საქციელი,თორე სიჯინავა როგორც შენ არ მოგცონს ძმა ისე მეც არ მომწონს

• rezo

საერთოდ ნაკრებში თამაშზე უარის თქმა არ მესმის პოლიტიკური შეხედულებების გამო, გულშემატკივარი და ნაკრები რა შუაშია . დიდი მიხვედრა არ უნდა რო ეს პოლიტიკური ქულებისთვის გააკეთა. ისე ბიზნესი რო დაკარგა ამან გააბოროტა აშკარად...

• d

ნეგრედო, ევროპაზე თუა ლაპარაკი, ერთი ისიც ვთქვათ, დემეტრაძეს რა უქნეს? კალაძეს რას უშვრებიან? ფედერაციის არჩევნებზე რა ხდებოდა? და სხვ.? კალაძეს კი არ უნდა აკრიტიკებდე, ვინც სპობს ფეხბურთს და მერე ნოტაციებს გვიკითხავს, იმ ხალხზე უნდა გქონდეს ადეკვატური რეაქცია. ისევე, როგორც კალაძეს აქვს.

• daviti

negredo,რა შენი,ან რა ფედერაციის საქმეა,თავის პირად გადაწყვეტილებას ნაკრებიდან წასვლაზე ვინ როდის და სად განაცხადებს!ვინ ჩემი ფეხებია ქართული ფეხბურთისთვის სიჭინავა,სხვას რომ მორალს უკითხავს და უდგენს რა აკეთოს და რითი აქვს "უფლება" დაამახსოვროს თავი გულშემატკივრებს.ერთი რამე მინდა გკითხო პირადად შენც და ფედერაციასაც,ეს განცხადება კალაძეს,ნაც მოძრაობის წინაასაარჩევნოდ გამართულ რამე ღონისძიებაზე რომ გაეხმაურებინა თქვენი რეაქცია რა იქნებოდა?გამოსამშვიდობელი მატჩის დღეც უკვე ხომ განსაზღვრული ექნებოდა ფედერაციას და მთელი ხელისუფლება დიდი ზარზეიმით მიიღებდა ამაში მონაწილეობას.ყველაზე გულისამრევი კი რეზი არველაძეა საქცილია,კაცს ხვთისწყალობით არ უჭირს,სამსახურს და ხელფასს რომ ჩამოეკიდოს ცოლშვილი დამრჩება მშიერიო,იმდენი ცოდნაც აქვს,გამოცდილებაც და კავშირებიც თავისი ადგილი იპოვოს,ან ნმსაძის ამბების შემდეგ,ან დილეტანტ დომენტის რომ დაგიდებენ ტომარასავით პრეზიდენტად ,ან კალაძის მისამართით გაკეთბულ,ამ სამარცხვინო განცხადების შემდეგ,რა აჩერებს იქ სამუშაოდ?

• negredo

იცით ცივილიზებულ ქვეყნებზე რომ ვსაბრობთ და ევროპაზე რო ვამბობთ მაშინ ერთი პაქტი მითხარით რომელი ევროპული ქვეყნის კაპიტანს გამოუცხადებია თავისი წასვლის შესახებ პოლიტიკური ორგანიზაციის ყრილობაზე??და ეს ლამაზი საქციელი იყო??

• imediani

კიდევ ერტი კაცური კაცი და მადლიერი გამოჩნდა საქარტველოში,არც ისე ცუდად კოფილა ჩვენი საქმე.

• GuGuna

გენაცვალე აი ჯიგარი კაცი მთავრობა იზრუნა ეს ყველაფერი რომ კალაძე ასე აეგდოთ.

• tonyblack

მართალი ხარ მიშა! გაიხარე!

• vasiko basiladze

მართალი კაცი ხარ მიხო,გაიხარე

"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა

"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა

კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!

[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა

მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს

[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...

[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....

18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა

16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება

დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა

მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა

"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია

საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა

მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება