ლეგენდარულმა შვედმა ჰოკეისტმა პეტერ ფორსბერგმა აღიარა, რომ მისი ქვეყნის ნაკრებმა სპეციალურად წააგო 2006 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ერთ-ერთი შეხვედრა
ლეგენდარულმა შვედმა ჰოკეისტმა პეტერ ფორსბერგმა აღიარა, რომ მისი ქვეყნის ნაკრებმა სპეციალურად წააგო ტურინში 2006 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ერთ-ერთი შეხვედრა.

ამის შესახებ წერს შვედური გამოცემა Expressen. ფორსბერგის სიტყვებით, ჯგუფურ ეტაპზე სლოვაკებთან მარცხი (0:3) დაგეგმილი იყო, რათა შვედებს თავიდან აეცილებინათ მეოთხედფინალში კანადის ნაკრებთან შეხვედრა.

38 წლის ფორსბერგმა სლოვაკებთან მატჩის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებებისას მოყვა, რომელის სახელწოდებაა - "№21 პეტერ ფორსბერგი". ჰოკეისტმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ყველაფერს აკეთებდა ოლიმპიური ტურნირის მოსაგებად. მოთამაშის სიტყვებით, ის, რომ შვედებს სლოვაკეთთან წაგება აწყობდათ, გათამაშების ცუდი სქემის ბრალი იყო.

იმ ნაკრების კიდევ ერთმა მოთამაშემ, ფორვარდმა ჰენრიკ სედინმა უარყო მატჩის შეგნებულად დათმობის ფაქტი. "ვანკუვერ კენაქსის" ფორვარდმა განაცხადა, რომ მისთვის გასაკვირია ფორსბერგის ამგვარი უცნაური აღიარება. სედინი ამბობს, რომ სლოვაკეთთან მატჩის წაგების ვარიანტი არ განხილულა არც მოთამაშეებსა და არც მწვრთნელებს შორის.

ამავდროულად, ჰოკეისტმა დაამატა, რომ სლოვაკეთის ნაკრებთან მარცხის გამო დიდად არ განაწყენებულა, რადგან შვედეთს ამ მატჩამდე ჰქონდა გარანტირებული მეოთხედფინალში გასვლა.

ტურინის ოლიმპიურ თამაშებზე შვედეთის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა ჯგუფურ ეტაპზე სლოვაკეთისა და რუსეთის ნაკრებების შემდეგ. 1/4 ფინალში "ტრე კრუნურმა" მოუგო შვეიცარიას (6:2), ნახევარფინალში - ჩეხეთს (7:3) და ფინალში - ფინეთს (3:2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა