2012 წელს სტარტს აიღებს ახალი სარბოლო სერია - i1 Supercar, რომლის მონაწილეები ცხრა ინდურ ქალაქს წარმოადგენენ
ინდოეთის გრანპრის ორგანიზატორები ხშირად იმეორებდნენ, რომ ამ ქვეყანაში ფორმულა 1-ის რბოლის ჩატარება ძალიან გაზრდიდა ავტოსპორტისადმი ინტერესს.

და აი, უკვე არის პირველი შედეგი - გამოცხადდა, რომ 2012 წელს სტარტს აიღებს ახალი სარბოლო სერია - i1 Supercar, რომლის მონაწილეები ცხრა ინდურ ქალაქს წარმოადგენენ.

ორი მილიონი დოლარის ოდენობის საპრიზო ფონდისთვის იბრძოლებენ ისეთი ცნობილი პილოტები, როგორებიც არიან ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი ჟაკ ვილნევი, ამ სერიის ვეტერანები - ჯანკარლო ფიზიკელა, ჟან ალეზი, ჰაინც-ჰარალდ ფრენცენი, მიკა სალო, ვიტანტონიო ლიუცი, კარუნ ჩანდჰოკი, ნარაიან კართიკეიანი და სხვები. ასევე რბოლაში მოიწვევენ ახალგაზრდა პილოტებს, რომლებისთვისაც ცალკე კლასიფიკაცია იქნება.

სადებიუტო სეზონში გაიმართება ხუთი ეტაპი საემიროებში, მალაიზიაში, ბაჰრეინში, კატარსა და ინდოეთში. პირველობა 21 იანვარს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება.

პილოტები გამოვლენ Radical SR3-ის სპორტული მანქანებით. ეს სპორტკარები სამ წამში ავითარებენ საათში 100 კილომეტრს, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 250 კილომეტრს უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა