ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"საბურთალომ" "ვიტესს" თასი არ გაატანა

"საბურთალომ" "ვიტესს" თასი არ გაატანა

საფეხბურთო სკოლა "საბურთალომ" ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირს "ფოლკსვაგენის თასს" უმასპინძლა
გუშინ საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" სტადიონ "ბენდელაზე" ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირის კენჭისყრა გაიმართა. მოზარდთა შეჯიბრი საფეხბურთო აკადემია "საბურთალოს" სტადიონზე გაიმართება (სამედიცინო უნივერსიტეტთან), მთავარი პრიზისთვის 16 გუნდი იბრძოლებს. დიდების ტრადიციულ ტურნირს კი იოსებიძის ქუჩაზე მდებარე სკოლის მოედანი უმასპინძლებს და მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს - მატჩები 23-დან 28 დეკემბრამდე ჩატარდება.

ცოტა ხნის წინ კი "საბურთალომ" ჭაბუკთა (1996 წელს დაბადებულთა) საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა - "ფოლკსვაგენის თასის" გათამაშების ინიციატორები იყვნენ "ლევან ჟორდანიას ფონდი" (პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია), "საბურთალო" და "სახალისო ფეხბურთის" ქართული ფილიალი.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქუთაისის "ტორპედომ" "სახალისო ფეხბურთი" (მისი ეგიდით "ნორჩი დინამო" თამაშობდა) 1:0 დაამარცხა. ფინალში კი "საბურთალო" არნემის "ვიტესი" დაუპირისპირდა. მატჩს იმდენი მაყურებელი დაესწრო, ეროვნულ ჩემპიონატზე ნებისმიერი თბილისური კლუბი ისურვებდა.

მასპინძლები მე-3 წუთზე მცველმა გიგი მარგველაშვილმა დააწინაურა. ამის შემდეგ ჰოლანდიელებმა მწვავედ შეუტიეს, მათ რიგებში განსაკუთრებით წარმოშობით სიერალეონელი ნახევარმცველი ისა კალონი აქტიურობდა, რომელმაც ყველას ტიჯანი ბაბანგიდა გაახსენა და გულშემატკივარი მოხიბლა. საინტერესო ფეხბურთელები იყვნენ მასპინძელთა რიგებშიც.

"ვიტესს" ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ "საბურთალომ" სწრაფი და ეფექტური კონტრშეტევა განავითარა, რომელიც თენგო მაკასარაშვილმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა "საბურთალომ" 2:0 გაიმარჯვა და "ფოლკსვაგენის თასს" დაეუფლა.

გამარჯვებულები და საუკეთესო მოთამაშეები ქართული ფეხბურთის ვეტერანებმა დააჯილდოვეს: საუკეთესო ფეხბურთელად "ვიტესის" ცენტრალური ნახევარმცველი ტრისტან ბერჰაუსი დაასახელეს, რომელმაც სტადიონზე შეკრებილ მრავალრიცხოვან გულშემატკივარს თავი ლამაზი ჟესტით დაამახსოვრა: გუნდის სახელით "საბურთალოს" წარმატება საჯაროდ მიულოცა.

"ვიტესის" კაპიტანი ლევან ჟორდანია წაგებით გულდაწყვეტილი იყო:

"თბილისში სრული შემადგენლობით ვერ ჩამოვედით, რადგან ძირითადის 5 ფეხბურთელი დამტვრეული გვყავდა. წაგებას ამას მივაწერ. შეთამაშებული გუნდით რომ ჩამოვსულიყავით, ვფიქრობ, დღეს ჩვენ გავიმარჯვებდით. თუმცა "საბურთალო" მომეწონა, შეწყობილი, კარგი გუნდია.

გუნდებს შორის რა განსხვავება დავინახე? ჩვენ ფიზიკურად უკეთ მომზადებულები ვართ, რადგან ჰოლანდიაში მომზადების განსხვავებული სისტემაა".

კახა ჭუმბურიძე, "საბურთალოს" გენერალური დირექტორი:

"არნემულ კლუბთან მეგობრობა გვაკავშირებს და მართალია, ჯერ ოფიციალური ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მაგრამ ფაქტობრივად პარტნიორები ვართ. ჩვენი სკოლის ორი აღზრდილი "ვიტესში" თამაშობს, გუნდი ტურნირზე გამოაგზავნეს, მომავალში კი, შესაძლოა, ჰოლანდიას ჩვენ ვესტუმროთ, სტაჟირებაზე გავაგზავნოთ მწვრთნელები, ფიზმომზადების სპეციალისტები, ფეხბურთელები და მენეჯმენტში გამოცდილება შევიძინოთ. ასეთი კავშირები ქართულ ფეხბურთს ძალიან წაადგება".

ტარიელ ხეჩიკაშვილი, "საბურთალოს" პრეზიდენტი, "იბერია ბიზნეს ჯგუფის" დამფუძნებელი:

"სამომავლოდ 16-წლამდელთა ტურნირის ჩატარება გვსურს, სადაც "საბურთალოსა" და "ვიტესის" გარდა, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მოწვევა გვსურს. ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება გახდეს 16-წლამდელთა ნაკრებისთვის მიმზიდველი ტურნირი, სადაც ნაკრების მწვრთნელს სელექციისა და გუნდის შეთამაშების საშუალება მიეცემა.

ამით ფეხბურთის ფედერაციასაც შევუწყობთ ხელს - შესარჩევ ციკლამდე 16-წლამდელები ტურნირებით განებივრებულები არ არიან და მწვრთნელს შეუძლია გუნდის ნაკლი ნახოს და ოფიციალურ მატჩებამდე მისი გამოსწორება სცადოს.

ჩვენი პარტნიორი "ვიტესია", მაგრამ ევროპაში ფანჯრის ფართოდ გაღებაც არ გვაწყენდა. ამჟამად ვცდილობთ წინასწარ შევითანხმოთ რამდენიმე სერიოზული კლუბი. მოლაპარაკება ბუნდესლიგისა და უკრაინის კლუბებთან გვაქვს, მათ შორის, კიევის "დინამოსთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა