სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, "მერანი"-"დინამოს" მატჩის საკამათო ეპიზოდებში მსაჯი ლაშა სილაგავა უშეცდომო იყო
ჩვენი რუბრიკის ტრადიციულ სტუმარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელ ლევან ფანიაშვილს თავდაპირველად გასული ტურის ყველაზე რეზონანსულ მატჩზე დავეკითხეთ.

შეგახსენებთ, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა,ალექს გარსიამ მარტვილში განცდილ მარცხში მსაჯთა ბრიგადა დაადანაშაულა.

- მარტვილში საგანგაშო არაფერი მომხდარა. "მერანმა" არცთუ ხარისხიანი, ერთი კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი მოგვაწოდა, მაგრამ იქაც გარკვევით ჩანს, რომ ალექს გარსიას პრეტენზიები უსაფუძვლოა და არბიტრმა ლაშა სილაგავამ საქმეს თავი კარგად გაართვა: "დინამოს" კარში დანიშნული პენალტის ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობა არ ყოფილა; ჯარიმა, რომელსაც "მერანის" გოლი მოჰყვა, დასანიშნი იყო; კადრში ჩანს, რომ მარტვილელ მცველს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე არ მოხვედრია, რომც მოხვედროდა, ეს საპენალტე სიტუაცია მაინც არ იქნებოდა.

რაც შეეხება სხვა მატჩებს, წვრილ-წვრილ შეცდომებს თუ არ ჩავთვლით, რასაც თამაშის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია, ყველაფერი რიგზე იყო.

ველოდოთ, რომ "მეტალურგი"-"ზესტაფონი" განსასჯელად რთული იქნებოდა, მაგრამ ამ შეხვედრამ ძალიან მშვიდად ჩაიარა - გვითხრა ფანიაშვილმა.

მსაჯთა შეფისგან ისიც შევიტყვეთ, რომ ფიფას მეხუთე არბიტრი არ დაგვიმტკიცდა და ახალგაზრდა თორნიკე გვანცელაძისთვის ფიფას არბიტრობის მინიჭება მომავლისთვის გადაიდო. შეგახსენებთ, საქართველოს დღეისთვის ფიფას ოთხი არბიტრი ჰყავს: გიორგი ვადაჭკორია, ლაშა სილაგავა, ლევან კვარაცხელია და დავით ხარიტონაშვილი.

სამაგიეროდ, ფიფას ასისტენტების რაოდენობა 8-დან 9-მდე გაგვეზარდა. ეს საპატიო სტატუსი მიიღეს ირაკლი უკლებამ, ლევან ვარამიშვილმა და ზაალ ბერულავამ, წოდება კი დაკარგეს მამუკა ელიკაშვილმა და ლევან მიქელაძემ.

დადებითად გადაწყდა უცხოური შეკრების საკითხი. ქართველი მსაჯები თებერვლის დასაწყისში ერთკვირიან შეკრებას ანტალიაში გაივლიან, სადაც თეორიულ მეცადინეობებთან ერთად რიგიანი პრაქტიკაც ექნებათ - თურქეთში შეკრებაზე ჩასული უცხოური კლუბების სპარინგ-მატჩებს მოემსახურებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანდრო
raga tkven da raga magais anu prezos komentarebi, yvelapei kargad aris xalxo da ras vatrakebt erti ver gamigia, vai tkvens patrons tkve unamusoebo mova tkveni dros batono pederaciav xalxi tu ara, gmerti ar gapatiebt
kapo
კომენტარი კეთდება არა სტადიონზე ყოფნით, არამედ ჩანაწერის გარჩევით
negredo
ეს კაცი ვაპშე ნორმალურია?რაც მაგ თამაშზე გვერდითმა მსაჯმა აკეთა ამდენი ხანი ფეხბურთს ვუყურებ და არ მინახია.როდემდე უნდა ვუყუროთ მსაჯების ასეთ აღვირახსნილობას??
koba kobaidze
ფანიაშვილი რა უსინდისოდ იტყუები, თამაშზე არ გდებულხარ და საიდან ეგეთი დასკვნები?? უნამუსოების დოღია მსაჯთა კოორპუსში, სიჭინავას კი საღათას ძილით ძინაავს, გაახილეთ თვალი იობანივროტ:@ :@
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა